Thumbnail
  • 'ბარბაროსების' ნოემბრის ტურნეს შემადგენლობა ცნობილია
  • ედი ჯონსმა შემადგენლობაში ქართველი არ დაასახელა
2011 წ. დავით ქუბრიაშვილი პირველი ქართველია, ვინც ბარბაროსებში ითამაშა

ინგლისის ნაკრების თავკაცმა ედი ჯონსმა "ბარბაროსების" შემადგენლობა გამოაცხადა. პირველ მატჩში, რომელიც შაბათს "თვიქნემზე" გაიმართება, "ბარბაროსებს" სწორედ ედი ჯონსი უხელმძღვანელებს ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ.

4 დღის შემდეგ "ბარბაროსები" სან პაულუს ესტუმრებიან და ბრაზილიას ეთამაშებიან, ამ შეხვედრიდან გუნდს ჯონსის ასისტენტი, ახალზელანდიელი ჯონ მიტჩელი გაწვრთნის.

"ბარბაროსების" ნოემბრის სამმატჩიანი ტურნე კარდიფში უელსის ნაკრებთან მატჩით დასრულდება.

ამ შეხვედრაში უელსის ნაკრებს უკანასკნელად გაწვრთნის უორენ გეტლენდი, რომელიც გუნდს 12 წელიწადი ხელმძღვანელობდა.

ბარბაროსები. 2019 ნოემბრის ტურნე

16 ნოემბერი: V ფიჯი (ლონდონი)
20 ნოემბერი: V ბრაზილია (სან პაულუ)
30 ნოემბერი: V უელსი (კარდიფი)

ფორვარდები: ტენდაი მტავარირა, რორი ბესტი, ენრიკე პიერეტო, ლუკ ჯონსი, მეტ ფილიპი, პეტე სამუ, მარკო ვან სტადენი, ჯოშ სტრაუსი, ენდრიუ მაკალიო, კამპეზე მააფუ, ჰენკუს ვან ვიკი, ტაილერ არდრონი, ანგუს კოტრელი.

ბეკები: მაკაზოლე მაპიმპი, მატიო ბასტარო, ლუკანიო ამი, იანო ვერმააკი, დევიდ ჰავილი, მორნე სტეინი, სანტიაგო იგლესიასი, კურვინ ბოსხი, ბილი მიკსი, ბაუტისტა ესკურა, ანდრე ესტერჰუიცერი, ჯო პაუელი, დილინ ლეიდსი.

მამუკა გორგოძე ბარბაროსების მაისურით

როგორც ხედავთ, ამჯერად "ბარბაროსებში" ქართველი მორაგბე არ მიუწვევიათ. არადა, სულ 8 ქართველს უთამაშია "ბარბაროსების" შემადგენლობაში: დავით ქუბრიაშვილი, დავით კაჭარავა, გოდერძი შველიძე, მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, კოტე მიქაუტაძე, მიხეილ ნარიაშვილი და ანტონ ფეიქრიშვილი.

აღსანიშნავია, რომ "ბარბაროსების" მაისურით 2014 წელს ინგლისის ნაკრებს მამუკა გორგოძემ ლელო დაუდო. ეს ჯერჯერობით, ერთადერთი ქართული ლელოა. 2011 წლიდან მოყოლებული ქართველებს "ბარბაროსებში" თითქმის ყოველ წელს იძახებდნენ. გამონაკლისი მხოლოდ 2016 წელი იყო, ახლა კი 2019 წელიც. 

ბრაზილია 24-ე ქვეყანა იქნება, რომელსაც "ბარბაროსები" ესტუმრებიან. შეგახსენებთ, რომ ერთხელ გუნდი საქართველოშიც იმყოფებოდა - 2006 წელს საქართველოს ნაკრებს 28:19 მოუგო.

📺 გორგოძის ლელო ინგლისის ნაკრებთან 

კომენტარები

ბოლო ამბები