Thumbnail

'მეტია, ვიდრე რიგითი ახალბედა' - Forbes-ის დასკვნა ინდიანას სტარტსა და ბითაძეზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ჟურნალ Forbes-ის ონლაინ გამოცემამ NBA-ს რეგულარულ სეზონში ინდიანა პეისერსის სტარტი შეაფასა: "ათი მოსაზრება ინდიანა პეისერსის ათი თამაშის შემდეგ". 

აღსანიშნავია, რომ 10 თავიდან მეშვიდე მთლიანად ინდიანას 20 წლის ახალწვეულ გოგა ბითაძეს ეძღვნება - "გოგა ბითაძე მეტია, ვიდრე რიგითი ახალბედა". 

გოგა ფარქვეშ კარგად თამაშობს

Forbes-ის 10 შეფასება პეისერსზე

1. მალკოლმ ბროგდონი დიდებული გამთამაშებელია.

2. ეს გუნდი კარგად ტყორცნის საჯარიმოებს, მაგრამ ბევრს არა

3. სათადარიგოებში ბევრი უნარიანი მოთამაშეა.

4. ისინი სამქულიანებზე აქცენტს არ გააკეთებენ.

5. დომანტას საბონისმა მოუმატა.

6. მატჩის ბოლოს შეტევაში მოიკოჭლებენ.

7. გოგა ბითაძე მეტია, ვიდრე რიგითი ახალბედა.

8. სათადარიგო გამთამაშებლის სიტუაცია რთულია.

9. ფოლები პრობლემაა, განსაკუთრებით ფორვარდებისთვის.

10. ჯაკარ სიმპსონს გუნდის დახმარება შეუძლია.

სხვა ქვეთავებიდან გოგა მე-9-შია ნახსენები - ყოველ 36 წუთში ბითაძე 6.6 პერსონალურ შენიშვნას იღებს და ეს მართლაც მეტისმეტია. 

Forbes ბითაძეზე

"ზაფხულში პეისერსის ხელმძღვანელობას გოგა ბითაძის დიდი იმედი ჰქონდა. "არა მგონია, რომ საეჭვო იყოს - მას ამ სეზონშივე შეუძლია თამაში", - ამბობდა პრეზიდენტი კევინ პრიტჩარდი. მას ეთანხმებოდა მწვრთნელი ნეიტ მაკმილანი: "ის სამომავლო პერსპექტივის გამო არ აგვიყვანია".

ინდიანას სათადარიგოებს კარგად შეეწყო

ევროპელი თამაშით ამტკიცებს ხელმძღვანელობის სიტყვებს. ახალბედების BPM (Box Plus/Minus) ცხრილს, რომ თვალი გადაავლოთ, ამას მიხვედებით. ბითაძე პირველია მათ შორის, ვინც 100+ წუთი ითამაშა. მისი ყოფნა მოედანზე ეგრევე იგრძნობა, არანაირი ეჭვი ამის შესახებ.

დაცვაში თამაში გამოუცდელი მოთამაშის კვალობაზე იყო საოცარი. იმ 4 მატჩში, როცა მან მოედანზე 10 და მეტი წუთი გაატარა, მან 12 დაფარება მიითვალა. როცა ბითაძე მოედანზეა, პეისერსის მეტოქე 46.6% სიზუსტით ისვრის ფარქვეშ (საოცარი ციფრებია). 

არც შეტევაშია ცუდი - სიღმიდან კარგაd ისვრის (37.5%), რაც მაკმილანის სისტემაში კარგად ჯდება. როცა ყველა ჯანმრთელადაა, ბითაძისთვის ბევრი სათამაშო დრო არ რჩება, მაგრამ ის დიდებულია, როცა შანსს აძლევ".

კომენტარები

ბოლო ამბები