Thumbnail

'იმედი მაქვს, ეს მოგება ყველაფერს შეცვლის' - ტოჩინოშინი ოძეკობისთვის იბრძვის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის პირველი კომენტარი ენდოს დამარცხების შემდეგ
  • ქართველმა სუმოისტმა დარჩენილი 12 ორთაბრძოლიდან 9 უნდა მოიგოს

წლის უკანასკნელ ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა სეკივაკე ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), მან შოტა ენდო ჰატაკიკომით დაამარცხა. ტოჩინოშინს 1-2 ბალანსი გაუხდა. დოჰიოდან ჩამოსვლის შემდეგ ქართველმა სუმოისტმა კომენტარი nikkansports.com-თან გააკეთა:

ტოჩინოშინი: "რაც მთავარია, გავიმარჯვე, თუმცა ეს ჩემი სუმო არ არის. მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, ამითაც კმაყოფილი ვარ. ორთაბრძოლა ძალიან კარგი გამოვიდა. სხვათა შორის, ცუდად არც გუშინ მიჭიდავია, თუმცა შედეგი საშინელი იყო. ვიმედოვნებ, რომ ამ მოგებით ყველაფერი შეიცვლება".

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინის მთავარი მიზანი ოძეკის ტიტულის დაბრუნებაა. ამისთვის კი მას ურთულესი ამოცანა აქვს - ბაშოზე 10 ბრძოლა მაინც უნდა მოიგოს (დარჩენილი 12 ორთაბრძოლიდან - 9). 

13 ნოემბერს ტოჩინოშინის მეტოქე მე-3 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელმაც 3-დან ერთი ბრძოლის მოგება მოახერხა და ტოჩინოშინის მსგავსი ბალანსი აქვს: 1 მოგება და 2 მარცხი.

კომენტარები

ბოლო ამბები