Thumbnail

ცუდი ამბავი იუნაიტედის ქომაგისთვის - სკოტ მაკტომინეი ტრავმირებულია

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • სკოტ მაკტომინეი სავარაუდოდ ერთ თვეს იუქმებს
  • 22 წლის ფეხბურთელი იუნაიტედისთვის მნიშვნელოვანია

მანჩესტერ იუნაიტედმა 10 ნოემბერს ბრაიტონს ანგარიშით 3:1 მოუგო, თუმცა "წითელი ეშმაკების"გულშემატკივრებმა გამარჯვებით ბოლომდე ვერ გაიხარეს. მატჩის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ სკოტ მაკტომინეიმ კოჭის ტრავმა მიიღო.

მაკტომინეის მოედნის დასატოვებლად დახმარება დასჭირდა

ტერფის პირველადი სკანირების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოტი ერთ თვეს იუქმებს, თუმცა შეშუპება სანამ არ დაცხრება, იქამდე ტრავმის სიმძიმის გარკვევა რთულია. მეორე სკანირება 22 წლის ფეხბურთელს დაახლოებით მომდევნო 72 საათის განმავლობაში ჩაუტარდება. 

სკოტმა შესაძლოა ერთი თვე გამოტოვოს

იმ შემთხვევაში, თუ ტრავმის მოშუშებას მინიმუმ თვე დასჭირდება, ახალგაზრდა ნახევარმცველს უმნიშვნელოვანესი თამაშების გამოტოვება ტოტენჰემსა და მანჩესტერ სიტისთან მოუწევს. 

სკოტ მაკტომინეი იუნაიტედის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მან პრემიერლიგის
მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრა ითამაშა, სადაც თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები