Thumbnail
  • მერაბ შარიქაძემ მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ ტრავმა მიიღო
  • ქართველი მორაგბე კლუბსა და ნაკრებს, სავარაუდოდ, 6 თვით გამოაკლდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ, მუხლის ტრავმა მიიღო და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ორიაკი ძალიან დაზარალდა, რადგანაც მერაბი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა.

მან სეზონის სტარტი მსოფლიო თასის გამო გამოტოვა, ახლა კი ტრავმა მიიღო და მუხლზე ოპერაციას ელოდება, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი, სავარაუდოდ, 6 თვემდე გაგრძელდება.

მერაბი საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპას გათამაშებაში ვერ დაეხმარება, რომელიც 2020 წლის თებერვალში დაიწყება. რაც შეეხება ორიაკს: გუნდი PRO D2-ში მე-14 ადგილზეა 15 ქულით და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები