Thumbnail

ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება! ქართველმა ენდო დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველი სუმოისტის პირველი მოგება კიუშუს ბაშოზე
  • ტოჩინოშინმა ენდოს დამარცხება მოახერხა

კიუშუს ბაშოს მესამე დღეს, მაკუუჩის დივიზიონში, ტოჩინოშინმა (ლევან გოგაძე) მე-3 ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა სუმოისტმა, რომელმაც ოძეკის ტიტული დაკარგა და ახლა უკვე სეკივაკეა, ენდოს დამარცხება ჰატაკიკომით შეძლო და გაგამარუს მსგავსად კიუშუს ბაშოზე პირველი ბრძოლა მოიგო.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-4 დღეს მე-3 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელმაც 3-დან ერთი ბრძოლის მოგება მოახერხა და ტოჩინოშინის მსგავსი ბალანსი აქვს: 1 მოგება და 2 მარცხი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები