Thumbnail

პირველი მოგება კიუშუს ბაშოზე - გაგამარუმ იროდორი დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველი სუმოისტის პირველი მოგება კიუშუს ბაშოზე
  • გაგამარუმ იროდორის დამარცხება მოახერხა

კიუშუს ბაშოს მესამე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-3 ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება იზეიმა.

ქართველმა სუმოისტმა, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერია, მე-14 ნომერი იროდორის ჰატაკიკომის ილეთით სძლია და მიმდინარე ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ჯუღელს ბაშოზე 1 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდა.

გაგამარუმ კიდევ 7 ბრძოლა უნდა მოიგოს, რათა დადებითი ბალანსი გაიფორმოს და ჯურიოს დივიზონში ადგილი შეინარჩუნოს. ჯერჯერჯობით უცნობია, ვინ იქნება გაგამარუს მეტოქე კიუშუს ბაშოს მე-4 დღეს.

კომენტარები

ბოლო ამბები