Thumbnail
  • უკრაინულ 'კლასიკოზე' დინამოს ფანებმა ტაისონი წყობიდან გამოიყვანეს
  • დავით ხოჭოლავა რასიზმის წინააღმდეგ ილაშქრებს

უკრაინის ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ მატჩში დავით ხოჭოლავას შახტარმა კიევის დინამო 1:0 დაამარცხა. ამ შეხევედრაში, რომელშიც საქართველოს ნაკრების მცველი სათადარიგო იყო, ინციდენტი მოხდა - კიევის დინამოს ფანები შახტარის ბრაზილიელ ლეგიონერებს და განსაკუთრებით ტაისონს "მაკაკო, მაკაკოს" ეძახდნენ ტრიბუნებიდან. რასაც ტაისონის რეაქცია მოყვა - მან ბურთი ისროლა ფანების მისამართით და ატირდა. ამ საქციელისთვის ტაისონი მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

მატჩის შემდეგ დავით ხოჭოლავამ თანაგუნდელებს, ტაისონსა და დენტინიოს მხარდაჭერა გამოუცხადა და რასიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა: "არა რასიზმს! არ უსმინოთ ბრიყვ ადამიანებს ქვის ხანიდან" - დაწერა ქართველმა მცველმა ინსტაგრამის სთორიში. 

კომენტარები

ბოლო ამბები