Thumbnail

მწვანეს შემდეგ თეთრი – სკუადრა აძურა საგარეოთაც გამოეწყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იტალია ისევ აღორძინების ეპოქის ერთგულია
  • წინა ფორმამ ქომაგებში დიდი მოწონება დაიმსახურა

იტალიის საფეხბურთო ნაკრებმა ახალი საგარეო ფორმა წარმოადგინა, რომელიც აღორძინების ეპოქისთვის ჩვეული ელემენტებით არის გაფორმებული.

მაისური ძირითადად თეთრი ფერისაა და ის, ტრადიციულად, Puma-ს მიერ არის შექმნილი. როგორც აღვნიშნეთ, ფორმა საგარეო მატჩებისთვისაა შექმნილი, თუმცა, გამონაკლისის სახით, “სკუადრა აძურა” ორივე მოახლოებულ შეხვედრაში მას მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელები ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის ეგიდით, 15 ნოემბერს, ზენიცაში ბოსნია-ჰერცეგოვინას ესტუმრებიან, 18-ში კი, პალერმოში, სომხეთს დაუხვდებიან.

აპენინელებს ჯგუფში რვავე თამაში მოგებული აქვთ და ფინალური ეტაპის საგზურიც ჯიბეში უდევთ, ამდენად, აღნიშნულ მატჩებს მათთვის ფორმალური ხასიათი გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, იტალიის ნაკრებმა მისთვის უჩველო მწვანე ფორმის პრეზენტაციაც მოაწყო, რომელმაც გულშემატკივრებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლო ამბები