Thumbnail
  • ოთარ გიორგაძე TOP 14-ის ტურის სიმბოლურში
  • ბექა შეყლაშვილი და შალვა სუთიაშვილი PRO D2-ის ტურის სიმბოლურში 
ოთარ გიორგაძე

Allrugby-მ საფრანგეთის TOP 14-ის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ბრივის მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე შეიყვანა. ქართველთა ბრივი ამ ტურში კასტრს ესტუმრა და 26:28 დამარცხდა. ბრივი ბოლო წუთებამდე 26:25 იგებდა, მაგრამ მსაჯმა კასტრის სასარგებლოდ საეჭვო ჯარიმა დანიშნა. 

კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი და გიორგაძე სასტარტოში იყვნენ, ხოლო ვასილ ლობჟანიძე მოედანზე 55-ე წუთზე გამოვიდა. ბრივი მე-12 ადგილზეა 9-დან 4 გამარჯვებით.  

rugbiterre.com-მა  PRO D2-ის მე-10 ტურის სიმბოლურში ორი ქართველი მორაგბე შეიყვანა - კოლომიეს ბურჯი ბექა შეყლაშვილი და ანგულემის მეორეხაზელი შალვა სუთიაშვილი. აღსანიშნავია, რომ სუთიაშვილი მონ დე მარსანთან 21:6 მოგებულ მატჩში გაასინბინეს, მაგრამ ტურის სიმბოლურში მაინც მოხვდა. ხოლო შეყლაშვილი ზედიზედ მეორე ტურია, რაც რჩეულთა შორისაა. მისმა კოლომიემ შინ კასკარონი 40:15 დაამარცხა.

აბჟანდაძე ბრივის ესპუარებში

თედო აბჟანდაძე ბრივის ვარჯიშზე

ბრივში თებერვალში ოფიციალურად გადასულმა 20 წლის თედო აბჟანდაძემ ბრივის ესპუარებში (14:22 ბეზიესთან) ითამაშა. 

"თედო უკვე ფორმაშია", - წერს lamontagne.fr - მისმა მოქმედებებმა საჯარიმო ლელო გამოიწვია, მან ბევრჯერ კარგად წამოიწყო შეტევები, ეს მისი პირველი წუთებია ბრივში და თედო უკვე ამტკიცებს, რომ ბევრი შეუძლია". 

კომენტარები

ბოლო ამბები