Thumbnail

'ის მეტს ლაპარაკობს და ნაკლებს ისმენს' - ამერიკაში ბეჟანიშვილს აკრიტიკებენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • არიზონა 90:69 ილინოისი
  • ზედიზედ მეორე თამაშში გიორგი ბეჟანიშვილმა 5 ფოლი მიიღო

NCAA-ში სეზონში პირველი მარცხი განიცადა გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისის უნივერსიტეტმა, რომელიც სტუმრად არიზონასთან 69:90 დამარცხდა. ზედიზედ მეორე თამაშია ქართველი კალათბურთელი 5 პერსონალური შენიშვნით ვარდება. ამჯერად, მან 21 წუთში მიიღო ეს ფოლები. 

ამჯერად, გიორგი ვერც პროდუქტიული იყო - 6 ქულა, თითო მოხსნა და ჩაჭრა და 3 დაკარგვა. ეს მისი ყველაზე ცუდი მატჩი იყო დიდი ხნის განმავლობაში. ამაღამ ილინოისი ჰავაის შეხვდება. 

ბეჟანიშვილმა სეზონში ყველაზე ცუდი მატჩი ითამაშა

Sports Illustrated გიორგის შესახებ

"კვირას ილინოისის შემადგენლობაში ზედიზედ მესამე ცუდი მატჩი ჰქონდა გიორგი ბეჟანიშვილს. 206 სმ. სიმაღლის ფორვარდმა სამი წუთით ადრე ტექნიკური შენიშვნა მიიღო და მოედანი დატოვა. მას იმ დროისთვის უფრო ნაკლები ზუსტი სროლა ჰქონდა, ვიდრე დაკარგვები. მან ვერაფერი დაუპირისპირა არიზონას ზეკე ნაჯის. 

ის ვერ შეეწყო კარგად ახალბედა კოფი კოკბერნს, უჭირს მასთან ერთად სინქრონში როტაციის განხორციელება, იღებს ფოლებს. ასევე პრობლემა ხდება მისი ქცევაც მოედანზე. როგორც წესი, ასეთი სახის პრობლემები ისეთ მოთამაშეებს აქვთ, რომელთაც პასის მიცემა არ უყვართ და ეგოისტები არიან, თუმცა გიორგის შემთხვევა სხვაა - მისი ბავშვური, ენერგიული ნატურა კარგად ჯდება რიტმში, როცა ილინოისი იგებს, მაგრამ, როცა გუნდი აგებს...

ბრედ ანდერვუდი ხშირად ელაპარაკება და უხსნის მას, მაგრამ ბეჟანიშვილი ბოლო დროს უფრო ბევრს ლაპარაკობს, ვიდრე ისმენს. ანდერვუდმა მალე უნდა გადაწყვიტოს, რა შეცვალოს ან რა მოუხერხოს ქართველს, რადგან შეტევაში ილინოისს მდიდარი არჩევანი არ აქვს", - წერს Sports Illustrated.

კომენტარები

ბოლო ამბები