Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებისა და გენტის ფეხბურთელით ვალენსია ინტერესდება
  • ბელგიელები 20 წლის შემტევ ნახევარმცველში 25 მილიონ ევროს ითხოვენ

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ კიდევ ერთი ცნობილი ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო. TodoFichajes-ის ინფორმაციით, 20 წლის ქართველი ფეხბურთელით ლა ლიგის ვალენსიაა დაინტერესებული და ტრანსფერის განსახორციელებლად მოქმედებასაც იწყებს.

წყაროს ცნობით, ესპანური კლუბი ჩაკვეტაძის თაობაზე უკვე დაუკავშირდა ბელგიელებს, რომლებიც ფეხბურთელს დაახლოებით 25 მილიონ ევროდ აფასებენ.

ქართველი ტალანტით არაერთი ევროპული კლუბი ინტერესდებოდა

საინტერესოა, რომ იგივე წყარო ცოტა ხნის წინ გიორგის მომავალს იტალიურ ნაპოლისაც უკავშირებდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს გაზაფხულზე მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციას გადის და ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია. ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც მოედანს ახლო მომავალში უნდა დაუბრუნდეს, ცოტა ხნის წინ გენტთან კონტრაქტი გაახანაგრძლივა - 2023 წლის ივნისამდე.

ბელგიის ჟუპილერ ლიგაში ჩატარებული 14 მატჩის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდს 28 ქულა აქვს, ცხრილში მეორე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ ბრიუგეს. 

რაც შეეხება ვალენსიას, ალბერტ სელადესის გუნდს ლა ლიგაში გასული 13 ტურის შემდეგ, 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები