Thumbnail

ხელბურთი | თბილისში, სენაკსა და ზესტაფონში ასაკობრივი ჩემპიონატები გრძელდება

  • მორიგი ტურის მატჩები გაიმართა როგორც ჭაბუკებში, ისე გოგონებში

გრძელდება საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები ხელბურთში. შაბათ-კვირას მორიგ მატჩებს სენაკის და ზესტაფონის სპორტის სასახლეებმა, ასევე გლდანის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.

უფროსი ასაკის, 2004-05 წლებში დაბადებულ გოგონებში 13 გუნდი თამაშობს. აღმოსვლეთისა და დასავლეთის გუნდებმა ერთმანეთში პირველი წრე უკვე დაასრულეს.  ლიდერობენ სამტრედიის და ყვარლის გუნდები. დარჩენილია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჯვარედინი ტური, რომელიც 21 ნოემბერს დაიწყება გლდანის ხელბურთის აკადემიაში.  თითო წაგებითაა ორი გუნდი: ტყიბული და მამული, შემდეგ მოდიან ფოთი და პეგასი. ჩემპიონი ორწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება. 

13 გუნდია ამავე ასაკის ჭაბუკთა შეჯიბრებაზე. აქ 5 გუნდი აღმოსავლეთ საქართველოდანაა, ხოლო 8 დასავლეთიდან. შესაბამისად, გუნდებს სხვადასხვა რაოდენობის მატჩები აქვთ. აღმოსავლეთის ხუთეულმა ერთმანეთში ურთიერთობა უკვე გაარკვია, დასავლელებს კი კიდევ აქვთ სათამაშო. 16-17 ნოემბერს ისინი ტურნირს სენაკის სპორტის სასახლეში გააგრძელებენ.

დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდები ერთმანეთს ეთამაშებიან თებერვალში, რის შემდეგაც პირველი ეტაპი დასრულდება და გამოვლინდება 10 საუკეთესო გუნდი რომელიც ბრძოლას გააგრძელებს. საბოლოდ, საქართველოს ჩემპიონს გამოავლენს 4 უძლიერესი კლუბი, ფინალური ოთხეულის ფორმატით.

გოგონები, უფროსი ასაკი (2004-05)

თელავი 9:15 გორი 
ყვარელი 30:19 ქარიშხალა 
პეგასი 18:19 მამული 
ქუთაისი 2:23 სამტრედია  
ტყიბული 22:10 ბათუმი 
წყალტუბო 18:0 ქუთაისი
სამტრედია 14:11 ფოთი 

ჭაბუკები, უფროსი ასაკი (2004-05)

ტყიბული 5:9 ქუთაისი
აჭარა 42:15 წყალტუბო
სენაკი 10:32 სამტრედია
ტყიბული 4:24 წყალტუბო
აჭარა 37:24 სამტრედია
პეგასი 21:9 ქარიშხალა
ქარელი 16:26 რუსთავი
ქარიშხალა 23:12 თელავი
პეგასი 18:12 ქარელი
რუსთავი 19:20 თელავი 

კომენტარები

ბოლო ამბები