Thumbnail

'სამი წელია არავინ მოუტყუებია' - იტალიაში რონალდოს შეუტიეს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • კრიშტიანო რონალდოს იტალიაში აკრიტიკებენ
  • ფაბიო კაპელომ სარის ცვლილება გაამართლა

კრიშტიანო რონალდოს გუშინდელი საქციელი იტალიაში დიდი მითქმა-მოთქმის საგანია. მილანთან თამაშის დროს მაურიციო სარიმ კრიშტიანო 55 წუთზე შეცვალა - ეს უკვე ზედიზედ მეორედ მოხდა - სარიმ რონალდო ლოკომოტივთანაც გაიყვანა. უკმაყოფილო კრიშტიანო არც სათადარიგო სკამთან მისულა და არც მწვრთნელთან, პირდაპირ გასახდელში წავიდა. 

მეტი ამ თემაზე: რონალდო უკმაყოფილოა - სარი ყველაფერს ტრავმას აბრალებს

იტალიური პრესა ერთიანი იყო იმაში, რომ სარიმ კარგი შეცვლა გააკეთა - რონალდოს თამაში არ მისდიოდა და სუსტად გამოიყურებოდა, მის ნაცვლად შესულმა დიბალამ კი გამარჯვების გოლი შეაგდო. რონალდო გააკრიტიკა იუვეს ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომაც:

ფაბიო კაპელო

"ამ მომენტში რონალდო კარგად არ გამოიყურება და სარი სწორი იყო, ის რომ გაიყვანა. სარიმ ამით ხასიათის სიმტკიცე აჩვენა და თამაშიც მოიგო. შეცვლის შემდეგ სადარიგოთა სკამზე რომ არ დაჯდა და სარიზე ცუდი რაღაცებიც თქვა, მას კარგად არ ახასიათებს. ჩემპიონი მაშინაც უნდა იყო, როდესაც გცვლიან და არა მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერი კარგად მიდის. სამი წელია, რონალდოს არავინ მოუტყუებია, დიბალა და დუგლას კოშტა კი კარგ ფორმაში არიან. სარის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ვეტყოდი, რომ თანაგუნდელების მიმართ პატივისცემა უნდა გამოხატოს და თუ შევცვალე, მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშის მოგება მინდოდა".

კრიშტიანოს და კლუბის ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები