Thumbnail

მარცხი 77 კგ-ით მსუბუქ მეტოქესთან – გაგამარუს ძალიან უჭირს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი სუმოისტი კიუშუს ბაშოზე ჯერაც მოგების გარეშეა
  • თეიმურაზ ჯუღელს ორივე მუხლზე ტრავმა აწუხებს

გაგამარუს შიკონათი ცნობილ ქართველ სუმოისტ თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც 2019 წლის დასკვნით სუპერტურნირს რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დასავლეთის მე-12 ნომრის წოდებით შეხვდა, ტურნირის სტარტზე ძალიან უჭირს.

დღეს, ქართველი სეკიტორი დასავლეთის მე-13 ნომერ ჰოშორიუს გაეჯიბრა და ზედიზედ მე-2 მარცხი განიცადა. გაგამარუმ მასზე 77 კგ-ით მსუბუქი მეტოქე ვერაფრით დაჯაბნა, საბოლოოდ კი, მონღოლმა სუმოისტმა ჩვენებური დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

📺 ჰოშორიუ - გაგამარუ

ეს, სხვა შემთხვევაში, ნამდვილად გასაკვირი იქნებოდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ თეიმურაზს ორივე მუხლზე ტრავმა აწუხებს და მათ სრულად დატვირთვას ვერ ახერხებს, ალბათ, შედეგი ლოგიკურიც იყო.

აღნიშნულის გათვალისწინებით, უკვე ცხადია, რომ გაგამარუს კიუშუს ბაშოზე დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება ძალიან გაუჭირდება, მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში კი, რანგით მე-3 დივიზიონი მაკუშიტაც არ სჩანს შორს, რაც ქართველისთვის ავტომატურად სეკიტორის წოდების დაკარგვასაც ნიშნავს.

ხვალ, გაგამარუს პირისპირ დასავლეთის მე-14 ნომერი იროდორი დადგება, რომელსაც თეიმურაზი 2-ჯერ შეხვედრია და თანაბარი ბალანსი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები