Thumbnail

გურამ კაშიას წარბი გაუხეთქეს, ვიტესმა კი მებრძოლი სული დაკარგა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ვიტესი შინ ექსელსიორთან დამარცხდა - 1:2.
  • გურამ კაშია 22-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

ჰოლანდიის ერედივიზიეს 24-ე ტურში არნემის ვიტესმა ექსელსიორს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
გუნდის ქართველი კაპიტანი გურამ კაშია მოედანზე იყო, თუმცა 22-ე წუთზე მან იძულებით დატოვა მოედანი. კაშია ექსელსიორის მცველ ლორენცო ბურნეტს შეეჯახა და თავი გაუტყდა. ქართველი მაშინვე გამოცვალეს, ბურნეტმა რამდენიმე წუთი კიდევ გაძლო მოედანზე, თუმცა ისიც გაიყვანეს. 

გურამ კაშიამ მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, მას მერე, რაც კაშია გავიდა (ვიტესი 1:0-ს იგებდა), გუნდმა შემართება და მებრძოლი სული დაკარგა, რასაც მარცხი მოყვა.

ვიტესი 37 ქულით მე-7 ადგილზეა, რაც ევროპალიგის პლეი ოფის საგზურს იძლევა. 

კომენტარები

ბოლო ამბები