Thumbnail

თორნიკე შენგელია ACB ლიგის მე-8 ტურის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა. ობრადოიროსთან 92:79 მოგებულ შეხვედრაში ბასკონიას კაპიტანს მარგი ქმედების კოეფიციენტი 32 ჰქონდა, რაც ტურში ყველაზე მაღალი აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ ამ თამაშში თოკომ ესპანური კარიერის რეკორდი დაამყარა, როცა მეტოქის კალათში 29 ქულა ჩააგდო (7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება).

შენგელია ტურის MVP ლიგა ენდესაში მეხუთედ გახდა, ხოლო ამ სეზონში - პირველად. შეგახსენებთ, რომ შენგელია ამ სეზონში უკვე ორჯერ გახდა ევროლიგის ტურის MVP.

8 ტურის შემდეგ მარგი ქმედების კოეფიციენტით ლიგა ენდესაში ნიკოლა მიროტიჩი ლიდერობს - 26.4. მეორე ადგილზე გიორგი შერმადინია - 23.6, მესამეზე კი თორნიკე შენგელია - 19.4. ბექა ბურჯანაძე 9.4 მაჩვენებლით 43-ე პოზიციაზეა. 

თორნიკე შენგელია: "ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოვიგეთ ამ მოედანზე, სადაც ყველას უჭირს გამარჯვება. მნიშვნელოვანია, კარგი ფორმის შენარჩუნება. გუნდს სოლიდური თამაში გამოუვიდა და მეც დავეხმარე მას მიზნის მიღწევაში. რაც სეზონი დაიწყო, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ჩემი კარგი თამაშით გუნდს წარმატების მიღწევაში ვეხმარები".

კომენტარები

ბოლო ამბები