Thumbnail

რესლინგი ბუნდესლიგაში! აინტრახტის კაპიტანი ფრაიბურგის მწვრთნელს საშინლად მოექცა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დევიდ აბრაჰამის ცუდი საქციელი
  • შეხვედრა ბოლოს 3 წითელი ბარათით დასრულდა
  • "მწვრთნელის მხრიდან პროვოკაცია იგრძნო, თუმცა ასე მოქცევა არ შეიძლება!"

ფრანკფურტის აინტრახტის კაპიტანი - დევიდ აბრაჰამი ფრაიბურგის მწვრთნელთან - კრისტიან შტრაიხთან განზრახ შეჯახების გამო მოედნიდან გააძევეს.

"მწვრთნელის მხრიდან პროვოკაცია იგრძნო, თუმცა ასე მოქცევა არ შეიძლება!" - განაცხადა ფრანკფურტის სპორტულმა დირექტორმა - ფრედი ბობიჩმა.

"ფეხბურთი კონტაქტური სპორტია, 54 წლის კაცი ახალგაზრდა ბიზონის დაჯახებას ვეღარ გაუძლებს, დაეცემა..." - ამბობდა შტრაიხი. მან ასევე ისიც დაამატა, რომ აბრაჰამმა მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა, რითიც ინციდენტი ამოწურულია.

კომენტარები

ბოლო ამბები