Thumbnail

3:1 ენფილდზე და +8 ქულა ლივერპულს - კლოპის საჩემპიონო განაცხადი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლივერპული 3:1 მანჩესტერ სიტი
  • გოლები: ფაბინიო (6), 2:0 სალაჰი (13), 3:0 მანე (51), 3:1 სილვა (78)

ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ენფილდზე გაიმართა, სადაც ლივერპულმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა. ერთმანეთს პრემიერლიგის მთავარი ფავორიტები დაუპირისპირდნენ და როგორც ასეთ დროს ამბობენ, სასწორზე 6 ქულა იდო.

მატჩი სულ რაღაც 6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ლივერპულმა პირველი გოლი გაიტანა. ფაბინიომ ბურთი ხელსაყრელ პოზიციაზე მიიღო და შორეული დარტყმით მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში მოათავსა. გოლი მართლაც ბრწყინვალე გამოვიდა. 

1:0 ფაბინიო (6)

პირველი გოლიდან 10 წუთიც არ იყო გასული, როდესაც ლივერპულმა მეორეჯერ აიღო სტუმართა კარი. ამჯერად შეტევა მარჯვენა ფრთიდან განვითარდა, რობერტსონის ჩაწოდებას კი მოჰამედ სალაჰის ზუსტი თავური მოჰყვა. ლივერპულმა დიდი ნაბიჯი გადადგა გამარჯვებისკენ.

2:0 სალაჰი (13)

მეორე ტაიმის სტარტზე ლივერპულმა მესამე გოლიც გაიტანა და ნათელი გახდა, რომ იურგენ კლოპის გუნდი გამარჯვებას აღარ გაუშვებდა ხელიდან. ამჯერად თავი მანემ გამოიჩინა. საგოლე შეტევა მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა, ჰენდერსონის ჩაწოდებას კი მანეს თავური მოჰყვა.

3:0 მანე (51)

მანჩესტერ სიტიმ სცადა თამაშის გადარჩენა, მაგრამ მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითა, ეს ამბავი კი მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე მოხდა. სტუმართა ხანგრძლივი იერიში ბერნარდო სილვას ზუსტი დარტყმით დასრულდა. ალისონ ბეკერმა ვერ გადაარჩინა ლივერპული გაშვებულ გოლს.

3:1 სილვა (78)

დარჩენილ დროში კლოპის გუნდი აკონტროლებდა ვითარებას მოედანზე და საქმე ბოლომდე მიიყვანა. ამ გამარჯვებით, ლივერპულმა კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა. მერსისაიდულმა გუნდმა 34 ქულა მოაგროვა და უკვე მთელი 8 ქულით უსწრებს უახლოეს მდევრებს: ლესტერს და ჩელსის. 25 ქულით მეოთხე ადგილზე მანჩესტერ სიტია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ნოემბერია, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრემიერლიგას ლივერპულის სახით გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. 

ლივერპული 3:1 მანჩესტერ სიტი

გოლები: 1:0 ფაბინიო (6), 2:0 სალაჰი (13), 3:0 მანე (51), 3:1 ბ. სილვა (78)

ლივერპული (4-3-3): ალისონი - არნოლდი, ლოვრენი, ვან დაიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი (61. მილნერი), ტავარესი, ვეინალდუმი - სალაჰი (87. გომესი), მანე, ფირმინო (79. ოქსლეიდ-ჩემბერლენი)

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ბრავო - უოკერი, სტოუნსი, ფერნანდინიო, ანხელინო - როდრი, გიუნდოგანი - ბ. სილვა, დე ბრუინი, სტერლინგი - აგუერო (71. აგუერო)

კომენტარები

ბოლო ამბები