Thumbnail

არაბულის დუბლი საბერძნეთში – ქართველმა პანიონიოსს 3 ქულა მოუტანა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბაჩანა არაბულმა ქსანთისთან მატჩში 2 გოლი გაიტანა
  • ქართველი ფორვარდის გუნდი მაინც ბოლო ადგილზე რჩება

25 წლის ქართველმა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა საბერძნეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში დუბლი შეასრულა, მისმა პანიონიოსმა კი ქსანთისთან სტუმრად 2:1 მოიგო.

არაბულმა შეუცვლელად ითამაშა, გოლები კი 53-ე და 67-ე წუთებზე გაიტანა. ორივე შემთხვევაში, ბაჩანამ თანაგუნდელთა კარგი პასები მიიღო და ახლო მანძილიდან, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ურტყამდა.

📺 ბაჩანა არაბულის პირველი გოლი

📺 ბაჩანა არაბულის მეორე გოლი

შეგახსენებთ, რომ ქართველი თავდამსხმელი ათენელებს მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, ათივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და უკვე 5 გოლი შეაგდო.

პანიონიოსს აქტივში 2 მოგება და 2 ფრე გააჩნია და წესით, 8 ქულით მე-12 ადგილზე უნდა იყოს, თუმცა, ვინაიდან 6 ქულა დაკლებული აქვს, 2 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება.

არაბულის გუნდს მომდევნო მატჩი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 23 ნოემბერს, შინ, ერთპიროვნულ ლიდერ პირეოსის ოლიმპიაკოსთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები