Thumbnail

ჩოხელის 6 გოლი ლიდერთა მატჩში – ქართველი საუკეთესოდ აღიარეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ხელბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ორგზის ფინალისტთან გაიბრწყინა
  • მედეა ჩოხელს მაკედონიის ჩემპიონატის 9 ტურში 34 გოლი აქვს გატანილი

მაკედონიის ქალთა ჩემპიონატში მედეა ჩოხელის კუმანოვომ სკოპიეს ვარდარი 27:24 დაამარცხა და 9 ტურის თავზე 27 ქულით ლიდერობს, საქართველოს ქალ ხელბურთელთა ნაკრების კაპიტანმა კი 6 გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ვარდარს ახლო წარსულში ორჯერ უთამაშია ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ამ მატჩამდე, კუმანოვოსთან და სკოპიეს მეტალურგთან ერთად ლიდერთა სამეულის წევრი იყო, წაგების შემდეგ კი მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

კუმანოვოს დარად, 9 მატჩიდან 9 მოგება და 27 ქულა აქვს მეტალურგსაც. ლიდერთა მატჩი მომდევნო ტურში, 16 ნოემბერს, სკოპიეში გაიმართება.

მედეა ჩოხელს, რომელიც ხაზის მოთამაშის პოზიციაზე თამაშობს, მაკედონიის ჩემპიონატის 9 მატჩში 34 გოლი აქვს გატანილი.

ვთქვათ ისიც, რომ კუმანოვო ასევე ბალკანეთის რეგიონალურ ლიგაში თამაშობს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ორიდან ორი მოგება აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები