Thumbnail

ეროვნული ლიგა | ფრე წყალტუბოში - გადარჩენისთვის ბრძოლა გრძელდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტორპედო 1:1 დილა
  • გოლები: 1:0 კაპანაძე (21), 1:1 სანტოსი (81).

ეროვნული ლიგის 34-ე ტური წყალტუბოში დასრულდა, სადაც ქუთაისის ტორპედომ გორის დილას უმასპინძლა. ორივე გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, ქულა ორივესთვის მისაღები შედეგი იყო და თამაშიც შესაბამისი გამოვიდა. 

ორივე მწვრთნელმა 5-4-1 ტაქტიკა აირჩია, გუნდებისთვის კი მთავარი საკუთარი კარის უსაფრთხოება გახლდათ. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ კი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. 

21-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც თორნიკე კაპანაძემ გახსნა ანგარიში. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ალეფ სანტოსმა საპასუხო გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 34 ტურის შემდეგ, გორის დილას 42 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა სატურნირო ცხრილში, მე-7 პოზიციაზე მყოფ ტორპედოს აქტივში კი 41 ქულაა. 

ტორპედო 1:1 დილა

გოლები: 1:0 კაპანაძე (21), 1:1 სანტოსი (81).

ტორპედო (5-4-1): შოვნაძე - გრიგალაშვილი, ხურცილავა (57. მაჩაიძე), ჭიჭინაძე, ნადარაია, ჩუკვურა - ჩოგაძე (74. დოლიძე), ცეცხლაძე, მოსიაშვილი, ციცქიშვილი - კაპანაძე.

დილა (5-4-1): ჩოჩიშვილი - იენდეუნტი, ქურდაძე (72. წიქარიძე), რაზმაძე, ჩადუნელი, გიორბელიძე - ფორტესი (46. სანტოსი), ნონდი, კუცია, ნონიკაშვილი (38. გოშთელიანი) - კოვტალიუკი.

კომენტარები

ბოლო ამბები