Thumbnail

მარცხი ფინალში – შაფათავა და ვებლი-სმითი იაპონელებს ვერ გაუმკლავდნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველს 100-ათასიანი ტურნირის მოგებამდე 1 ნაბიჯი დააკლდა
  • შაფათავამ და ვებლი-სმითმა ფინალში უკვე მეექვსედ ითამაშეს

30 წლის ქართველი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა ჩინეთის ქალაქ შენჟენში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის ფინალში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ სოფიო შეჯიბრში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ემილი ვებლი-სმითთან ერთად ჩაერთო და 3 გამარჯვება იზეიმა, გადამწყვეტ მატჩში კი წარმატების შანსი თითქმის არ ჰქონია.

საქმე ის გახლავთ, რომ სოფიო და ემილი ფინალში აშკარა ფავორიტებად შერაცხულ იაპონელებს – ნაო ჰიბინოს და მაკოტო და ნინომიას გაეჯიბრნენ და მხოლოდ 4 გეიმი მოიგეს – 4:6, 0:6.

აღსანიშნავია, რომ შაფათავამ და ვებლი-სმითმა ITF-ს (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია) ტურნირების ფინალებში მეექვსედ ითამაშეს და მხოლოდ მეორედ დამარცხდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები