Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა
  • დუდა სანაძის ოლივეირენშე პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს

დუდა სანაძის ოლივეირენშემ პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში მე-5 გამარჯვება იზეიმა, ქართველი ლეგიონერი კი, რომელიც აღნიშნულ გუნდს მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, ტრადიციულად შედეგიანი იყო.

ვიტორიასთან დიდი ანგარიშთ მოგებულ (90:63) მატჩში სანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25 წუთში 20 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

დუდა სანაძემ 10-დან 6 ორქულიანი ჩააგდო

სანაძემ 10-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ თანაგუნდელ მარკ-ედი ნორელიას (28) ჩამორჩა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო.

ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, ოლივეირენშე ბენფიკასთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი, 16 ნოემბერს, სტუმრად, ბარეირენსესთან ჩაატარებს.

📺 ოლივეირენშე - ვიტორია (სრული მატჩი)

კომენტარები

ბოლო ამბები