Thumbnail

იმედის ფსონი | სენტ ეტიენის X2 და ცსკა-ს ორიანი რეალურია - ახალი ბილეთები

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 10 ნოემბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

სანამ დღეს შექმნილ ბილეთებს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ შაბათის გადაცემის ბილეთებიდან ორი - ლევანის და მაყურებლის ბილეთები ძალიან ახლოს იყო მოგებასთან. ორივე ბილეთში მხოლოდ ერთი ფსონი დარჩა გამოუცნობი. ლევან სალუქვაძემ გამოიცნო ლესტერის მოგება არსენალთან, ასევე ჰერენვენის მოგება სპარტასთან და ბალტიკას მოგება ფაკელთან. მისი ბილეთი მხოლოდ შტუტგარტის ორიანმა გააფუჭა - შვაბები ოსნაბრიუკში 0:1 დამარცხდნენ.

დღეს, გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 13,4 გახლავთ. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - ლევერკუზენის მინიმუმ 2 გოლს აქვს ვოლფსბურგთან - 2,15.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

“ვოლფსბურგს ცუდი პერიოდი აქვს და ვფიქრობ, რომ ლევერკუზენი 2 გოლს გაუტანს. არმინიას პირველ ადგილზე გადასვლა სურს, გასვლაზე ხშირად იგებს და ნიურნბერგთან 2 გოლის გატანა უნდა შეძლოს. მართალია, ცუდი პერიოდი აქვს, მაგრამ 2 გოლი უნდა გაიტანოს პსვ ეინდჰოვენმაც. ეს გუნდი მთლად ვენლოს დონეზე ვერ დავა და ტილბურგთან გასვლაზე ეს უნდა მოახერხოს. სოჭი-ცსკა-ს ორიანი იმიტომ ავიღე, რომ მოსკოველებს 4 ტურია, არ მოუგიათ. ევროპალიგაზე ბოლოს კარგად ითამაშეს. მოკლედ, დროა ცსკა-მ გამარჯვება მოიპოვოს და ცოტა ზემოთ ავიდეს. 

გადაცემის სტუმარი ლევან ანდღულაძე იყო, რომელმაც 6-თამაშიანი ბილეთი შეადგინა. მისი ბილეთის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 11,0 გახლავთ. განსაკუთრებით საინტერესო ფსონია სენტ ეტიენის X2 ნანტთან.

მაყურებლის ბილეთიც 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 12,1-ია.

P.S. სამშაბათს, იმედის ფსონის მომდევნო გადაცემა ეთერში 17:00-ზე გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები