Thumbnail

გაგამარუს მარცხიანი სტარტი – ქართველს იორიკირით აჯობეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • თეიმურაზ ჯუღელს ორივე მუხლზე ტრავმა აწუხებს
  • ქართველს მაკე-კოშის შემთხვევაში, სეკიტორის წოდების დაკარგვა ემუქრება

32 წლის ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ წლის დასკვნითი სუპერტურნირი მარცხით გახსნა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბაშოს იაპონიის კუნძული კიუშუ მასპინძლობს, ქართველი გოლიათი კი დასავლეთის მე-12 ნომრის წოდებით ირჯება და მორიგი მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) შემთხვევაში, დიდი შანსია, სეკიტორის წოდება დაკარგოს.

გაგამარუს მდგომარეობას ის ფაქტორიც ართულებს, რომ მას ორივე მუხლზე ტრავმა აწუხებს და დოჰიოზე სრული დატვირთვით გარჯას ვერ ახერხებს.

📺 გაგამარუ - კოტოშოჰო

აღნიშნული უკვე პირველივე ორთაბრძოლაში გამოჩნდა, როდესაც თეიმურაზი როდესაც რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოს დებიუტანტ კოტოშოჰოს გაეჯიბრა. ჩვენებურს აღმოსავლეთის მე-13 ნომერი ერთხელ დამარცხებული ჰყავდა, ამჯერად კი, მეტოქის მიძალებას ვერ გაუძლო და იორიკირით წააგო.

ხვალ, გაგამარუს მეტოქე კიდევ ერთი მე-13 ნომერი ჰოშორიუ იქნება, რომელმაც დღეს მე-14 განთესვის მქონე აკისეიამას უჩუგაკეს აჯობა. ქართველი სუმოისტი 20 წლის მონღოლს კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები