Thumbnail

ლევანდოვსკი შეუჩერებელია - ფლიკის ბაიერნმა დორტმუნდი დერ კლასიკერში გაანადგურა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბაიერნი 4:0 დორტმუნდი
  • 'ალიანც არენაზე' ბაიერნმა დორტმუნდი ზედიზედ მე-5-ედ გაანადგურა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრა "ალიანც არენაზე" გაიმართა, სადაც მიუნხენის ბაიერნმა დორტმუნდი გაანადგურა - 4:0. ამ მოგებით ბაიერნს 21 ქულა გაუხდა და "რეკორდმაისტერი" მე-3 ადგილზეა, დორტმუნდი 19 ქულით მე-5 პოზიციაზეა. 

მიუნხენელთა რიგებში დუბლი შეასრულა ამ სეზონში შეუჩერებელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, ერთი გოლი სერჟ გნაბრის ანგარიშზეა, ერთიც ყოფილი ბაიერნელი მატს ჰუმელსის ავტოგოლია.

შეგახსენებთ, რომ ნიკო კოვაჩის მოხსნის შემდეგ ბაიერნს დროებით ჰანსი ფლიკი წვრთნის, რომელსაც წარმატებული დებიუტი გამოუვიდა, როგორც ბუნდესლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბაიერნმა დორტმუნდს ბოლო 6 საშინაო მატჩი მოუგო: 2:1, 5:1, 4:1, 5:0, 6:0, 4:0.

⚽ რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველია, ვინც: 1. პირველ 11 ტურში გაიტანა; 2. ზედიზედ 11 ტურში გაიტანა; 3. პირველ 11 ტურში 16 გოლის გატანა შეძლო.

⚽ ბაიერნმა ამ სეზონში პირველად ითამაშა იმ 11-ეულით, რომლითაც წინა მატჩში.

⚽ სერჟ გნაბრიმ დორტმუნდთან 3 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

⚽ თომას მიულერის ანგარიშზე 5 საგოლე პასია, ყველაზე მეტი გუნდში.

ბაიერნი 4:0 დორტმუნდი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (17), 2:0 გნაბრი (47), 3:0 ლევანდოვსკი (76), 4:0 ჰუმელსი (80)

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - პავარი, ხავი მარტინესი, ალაბა, დევისი - გორეტცკა (72. ტიაგო ალკანტარა), კიმიხი, მიულერი - გნაბრი (70. კოუტინიო), ლევანდოვსკი, კომანი (75. პერიშიჩი)

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - ჰაკიმი, აკანჯი, ჰუმელსი, შულცი - ვაიგლი (61. პაკო ალკასერი), ვიტსელი - სანჩო (36. გერეირო), ბრანდტი, ტ. აზარი - გიოტცე (61. როისი)

სხვა მატჩები

ჰერტა 2:4 ლაიპციგი
მაინცი 2:3 უნიონი
პადერბორნი 0:1 აუგსბურგი
შალკე 3:3 დიუსელდორფი

კომენტარები

ბოლო ამბები