Thumbnail
  • გოგა ბითაძე ახალბედებს შორის ბლოკებში ყველას სჯობს
  • ის სხვა მაჩვენებლებითაც ლიდერთა შორისაა

გოგა ბითაძემ NBA-ს სეზონში 6 მატჩი ითამაშა და უკვე გამოიჩინა თავი ინდიანა პეისერსის შემადგენლობაში. გოგა Kia Rookie Ladder-ის ყოველკვიურ მიმოხილვაში ნომინანტთა შორის მოხვდა.

სეზონის ბოლოს წლის საუკეთესო ახალბედა სწორედ Kia Rookie Ladder-ის პრიზს მიიღებს. ასოციაციის ოფიციალური საიტის ბოლო მიმოხილვაში გოგა ახალბედების რეიტინგში ხუთეულში ვერ მოხვდა, მაგრამ დამატებით სიაშია.

Kia Rookie Ladder-ის TOP 5

1. ჯა მორანტი, მემფისი

2. ერიკ პასკალი, გოლდენ სტეიტი

3. პი ჯეი ვაშინგტონი, შარლოტი

4. არ ჯეი ბარეტი, ნიკსი

5. კენდრიკ ნანი, მაიამი

გოგა ფარქვეშ კარგად თამაშობს

დამატებით სიაში გოგასთან ერთად არიან: ჯარეტ კალვერი, ბრენდონ კლარკი, დარიუს ბაზლეი, რუი ჰაჩიმურა.

"პეისერსში ტრავმიანობა იყო და მე-18 ნომრად არჩეულმა ახალწვეულმაც თავი გამოიჩინა - 9.3 ქულა და 6.0 მოხსნა საშუალოდ 23.6 წუთში. ასეთია მისი ბოლო 4 მატჩის სტატისტიკა. 211 სმ. მაღალმა ქართველმა დაამტკიცა, რომ როცა საჭიროა, მისი ნდობა შეიძლება", - წერს NBA-ს ოფიციალური საიტი.

გოგა ბითაძე საშუალოდ 2.2 ბლოკ-შოტს აკეთებს თამაშით და ამ მაჩვენებლით ახალბედებში არა მარტო ლიდერია, არამედ, უახლოეს კონკურენტს სერიოზულად უსწრებს (ბრენდონ კლარკი - 1.6). საშუალოდ, 6.7 ქულით გოგა ახალბედებში მე-16 ადგილზეა, 5.0 მოხსნით კი - მეხუთეზეა. ეფექტურობის კოეფიციენტით - 11.0 - ბითაძე მე-9 ადგილზეა. 

შეგახსნებთ, რომ გოგა ბითაძემ ტვინის შერყევის გამო დეტროიტთან თამაში გამოტოვა და მან შესაძლოა, ვერც მომდევნო მატჩში ითამაშოს ორლანდოს წინააღმდეგ (11 ნოემბერი, თბილისის დროით 03:00).

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • სტეფ კარი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ნიკოლა იოკიჩი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები