Thumbnail
  • 📅 10 ნოემბერი | ⌚ 23:45 | ⚽ იუვენტუსი V მილანი
  • სარის გუნდი დაუმარცხებელია, მაგრამ არა - იდეალური
  • როსონერის ტურინში შანსი მიზერული, მაგრამ მაინც აქვს 

სერია A-ს მე-12 ტურის დასკვნითი მატჩი "ალიანც იუვენტუსზე" გაიმართება, სადაც იუვენტუსი მილანს მიიღებს. მაურიციო სარის გუნდი ყველა ტურნირში, სადაც კი გამოდის, დაუმარცხებელი რჩება და დღევანდელი მილანის ფონზე, უპირობო ფავორიტად მოჩანს. მაგრამ სულ უშანსოდ სტუმრები მაინც არ იქნებიან - “ბებერ ქალბატონს” აქვს სუსტი წერტილები, რომელთა აღმოჩენისა და გამოყენების შემთხვევაში, სტეფანო პიოლის შეგირდებს სასურველი შედეგის მიღწევას მოახერხებენ.

იუვენტუსი

იუვენტუსი, რომელმაც ახლახან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თამაში გაინაღდა,   ჩემპიონატის ამ ტურს სატურნირო ცხრილის ლიდერის რანგში შეხვდა. მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მაინც ჩივის, რომ ჯერჯერობით გუნდი შორსაა იმ ფეხბურთის ჩვენებისგან, რომლის ხილვაც სურს. და ეს სიმართლეა - იუვენტუსი წარმატებას მეტწილად უფრო მოთამაშეთა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე აღწევს, ვიდრე - გუნდურად გამართული მოქმედებით.

ამ სეზონში ვოიცეხ შჩესნის კარში გატანას ლამის ყველა ახერხებს

დიახ, იუვენტუსს ყველაფერი წესრიგში არ აქვს და ეს პირველ რიგში, მის დაცვის ხაზზე ითქმის. მატეის დე ლიხტი ბევრ შეცდომას უშვებდა, ბოლოს კი დაშავდა. მოსკოვში მის ნაცვლად დანიელე რუგანიმ ითამაშა, მაგრამ შთაბეჭდილება ვერც მან დატოვა. “ბებერი ქალბატონი” გოლს ლამის ყველა მატჩში უშვებს. 

რა თქმა უნდა, დღეს იუვენტუსი მილანთან შედარებით ძალიან ძლიერია და სტუმართათვის მრისხანედ მოჩანს მისი თავდასხმის ხაზიც, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ სერია A-ში გასულ 11 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა ერთზე მეტი გოლის სხვაობით მხოლოდ ერთხელ მოიგო - სექტემბერში, სპალ-თან (2:0) და ძალიან საეჭვოა, ამჯერად მიზნად მილანის კარის დაცხრილვა დაისახოს. 

ჰოლანდიელ მცველს იუვენტუსთან ადაპტაცია აშკარად გაუხანგრძლივდა 

მილანთან შეხვედრაში იუვენტუსის შემადგენლობაში დე ლიხტი და კუადრადო კვლავ უნდა ვიხილოთ. სარის ამ ეტაპზე ტრავმირებული მხოლოდ ჯორჯო კიელინი ჰყავს, რომელიც გუნდს დიდი ხნითაა ჩამოშორებული, თუმცა იტალიური მედია ეჭვს კრიშტიანო რონალდოს მდგომარეობაზე გამოთქვამს, რომელსაც თითქოს ბარძაყის კუნთი აწუხებს.

მაურიციო სარი შედეგით კმაყოფილი უნდა იყოს, თამაშით - არა

მილანი

მილანი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში რჩება. მწვრთნელის შეცვლამ სწრაფი შედეგი ვერ მოიტანა, თუმცა ამის იმედი არც არავის უნდა ჰქონდა - გუნდის პრობლემები გაცილებით ღრმაა. და მაინც, სტეფანო პიოლის სტარტი უფრო ცუდი გამოუვიდა, ვიდრე მოელოდნენ - ერთი მოგება და 4 ქულა ჩატარებულ 4 შეხვედრაში.

რომასა (1:2) და ლაციოსთან (1:2) წაგებულ მატჩებში როსონერი ფრეს იმსახურებდა, მაგრამ უაზრო შეცდომების გამო სულ უქულოდ დარჩა, საშინაო ფრე გადარჩენისთვის მებრძოლ ლეჩესთან (2:2) და სპალ-თან ძალიან მოსაწყენ მატჩში გაჭირვებით მოპოვებული სამი ქულა (1:0) კი - ქომაგში უიმედობის განცდას კვლავაც ტოვებს.

მილანელების მზადება ტურინული მატჩისთვის

ერთადერთი ფაქტი, რაც იუვენტუსთან დაპირისპირებაში მილანის სასიკეთოდ მეტყველებს, ისაა, რომ ტურინელებმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მატჩი ითამაშეს სტუმრად მოსკოვის ლოკომოტივთან. მილანს კი თამაშისთვი მოსამზადებლად მთელი კვირა ჰქონდა.

სტეფანო პიოლის ტურინში ტრავმირებული სამუელ კასტილიეხო ნამდვილად ვერ დაეხმარება. საეჭვოა მატეო მუსაკიოს მოედანზე გასვლა, რომელსაც კუნთის პრობლემა აქვს.

პიონტეკის ანგარიშზე სერია A-ს 11 მატჩში სულ 3 გოლია

საინტერესო ფაქტები

⚽ ტურინის იუვეტნუსმა სერია A-ში ჩატარებული ბოლო 34 მატჩიდან 29-ში გამარჯვება მოახერხა.

⚽ იუვენტუსმა მილანს ტურინში გამართულ ყველა ტურნირის ბოლო რვავე შეხვედრაში მოუგო.

⚽ იუვენტუსი მილანს ყველა ტურნირის ბოლო 8 მატჩიდან 7-ში, სულ ცოტა, 2 გოლს უტანდა.
 
⚽ ტურინში გამართულ იუვე-მილანის ჩემპიონატის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში 2,5-ზე მეტი გოლი დაიფიქსირდა.

⚽ ტურინის იუვენტუსმა სერია A-ს ბოლო 8 მატჩიდან 6 ისე მოიგო, ტაიმი ფრედ დაასრულა.

⚽ ტურინის იუვენტუსმა სერია A-ში შინ ჩატარებული ბოლო 15 მატჩიდან 12-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ იუვენტუმა სერია A-ში ჩატარებული 11 მატჩიდან მხოლოდ 4-ში შეძლო კარის მშრალად შენახვა. 

⚽ მილანი სერია A-შისტუმრად იუვენტუსთან ჩატარებულ ბოლო 6 მატჩიდან 5-ში გატანას ახერხებდა.

⚽ სერია A-ში მილანის ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ში მინიმუმ 2,5 გოლი დაფიქსირდა.

⚽ სერია A-ში ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში მილანი მინუმუმ ერთი გოლის გატანას ახერხებდა.

ამ მოედანზე მილანმა ბოლო რვავე მატჩი წააგო

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-1-2): შჩესნი - კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო - რემზი, პიანიჩი, მატუიდი - დუგლას კოშტა - იგუაინი, რონალდო.

მილანი (3-4-2-1): დონარუმა - დუარტე, რომანიოლი, როდრიგესი - კონტი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ - პიონტეკი.

კომენტარები

ბოლო ამბები