Thumbnail

4-დან 3 მეოთხედი თანაბრად ლიგის გამარჯვებულთან - დინამომ ფერენცვაროშთან იბრძოლა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დინამო თბილისი 10:15 ფერენცვაროში
  • შემდეგი მეტოქე ფრანგული მარსელია

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ ბუდაპეშტის ფერენცვაროშს უმასპინძლა და 10:15 დამარცხდა. 8-გუნდიან B ჯგუფში მეტოქეს 4-დან 4 გამარჯვება აქვს, ხოლო დინამოს - 4-დან 4 მარცხი. 

თამაშის ბედი პრაქტიკულად პირველ მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ფავორიტმა 5:0 მოიგო. დინამო თბილისმა ძალიან კარგად ითამაშა მეორე მეოთხედი, რომელშიც ანგარიში ზურაბ რურუამ 5-მეტრიანით გახსნა. ეს მეოთხედი 5:5 დასრულდა.

დინამომ ფერენცვაროშთან 5-ბურთიანი სხვაობით წააგო

თანაბარი თამაში იყო მესამე მეოთხედშიც - 3:3. ასე რომ, ბოლო მეოთხედისთვის პირველში დაფიქსირებული ფერენცვაროშის 5-ბურთიანი უპირატესობა შენარჩუნდა. მეორე მეოთხედშიც ფრე დაფიქსირდა და საბოლოოდ მატჩი 10:15 დასრულდა.

დინამო თბილისის მომდევნო მეტოქე მარსელია, მატჩი საფრანგეთში 20 ნოემბერს გაიმართება.

დინამო თბილისი 10:15 ფერენცვაროში

დინამო: შუბლაძე - ბაღათურია, ჯახაია, იმნაიშვილი - ვაპენსკი, ბითაძე, რურუა

სათადარიგოები: დადვანი, შუშიაშვილი, რაზმაძე, ელაჩა, მაგრაქველიძე, ადეიშვილი

მწვრთნელი: რევაზ ჩომახიძე

კომენტარები

ბოლო ამბები