Thumbnail
  • გრანდ კანიონი 71:83 ილინოისი
  • ქართველმა ფორვარდმა 17 წუთში 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო

NCAA-ს ილინოისის უნივერსიტეტმა მორიგი მატჩი სტუმრად გრანდ კანიონთან გამართა და 83:71 გაიმარჯვა. გიორგი ბეჟანიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მან მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ითამაშა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 17 წუთი დაჰყო ამის მიზეზი პერსონალური შენიშვნებია - მან 5 ფოლი მიიღო და გავარდა. დროის ამ მცირე მონაკვეთში ბეჟანიშვილი გუნდს 9 ქულით, 6 მოხსნითა და 2 პასით დაეხმარა.

გასულ სეზონში ბეჟანიშვილი საშუალოდ 12.5 ქულასა და 5.2 მოხსნას აკეთებდა. 

ეს ქართველი კალათბურთელის კლუბის ზედიზედ მესამე გამარჯვებაა:  ლუისთან (ეს არ იყო რეგულარული სეზონის მატჩი) 83:50 მოგებულ შეხვედრაში გიორგიმ 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა მიითვალა. შემდეგ იყო გამარჯვება ნიკოლს სტეიტთან - 78:70 - 11 ქულა, 4 მოხსნა. მომდევნო მატჩი ილინოისს 10 ნოემბერს სტუმრად არიზონასთან ექნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები