Thumbnail

არაბიძის გარეშე | ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთსა და სლოვაკეთთან ითამაშებს
  • გია ცეცაძეს გიორგი არაბიძე და ვატო არველაძე დააკლდება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს ორ მატჩს გამართავს. გია ცეცაძის გუნდი 15 ნოემბერს საფრანგეთს ესტუმრება, ხოლო 4 დღეს სლოვაკეთის წინააღმდეგაც სტუმრად ითამაშებს.

სამწუხაროდ, გია ცეცაძეს ვატო არველაძე და გიორგი არაბიძე დააკლდება. ამ ორ მოთამაშეს ტრავმები აწუხებს. რაც შეეხება ეროვნულ გუნდში გამოძახებულ ზურიკო დავითაშვილს - ის სლოვაკეთში შეუერთდება თანაგუნდელებს.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი);

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია);

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები