Thumbnail

იმედის ფსონი | ლესტერი შინ არსენალს მოუგებს, შტუტგარტი სტუმრად - ოსნაბრუკს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 9 ნოემბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

დღეს, გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 12,5 გახლავთ. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - 2,08 ჰერენვენის სპარტასთან მოგებას აქვს .

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

პრემიერლიგის მატჩს ავიღებ - ლესტერს უნდა მოვაგებინო არსენალთან. მომწონს ბრენდან როჯერსის ფეხბურთი. მიუხედავად იმისა, რომ უნაი ემერი გაცილებით უფრო ტიტულოვანი მწვრთნელია, მისი ფეხბურთი არ მომწონს და ვერ გახადა არსენალი ისეთი, როგორიც უნდა იყოს. თანაც, არსენალს ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოგება აქვს. რა უქნა უოტფორდმა? უოტფორდს თუ შეუძლია, შეჭამოს არსენალი, ლესტერს - მით უმეტეს. ვფიქრობ, ლესტერი უკეთესი გუნდია, თან სახლში ყველას უგებს, იმ ლივერპულთანაც ძალით წააგებინეს. ლესტერის 1-იანი არსენალთან!

ერთი თამაში გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან უნდა შემოგთავაზოთ. მეორე ბუნდესლიგაში არიან ისეთი გუნდები, რომლებიც იქ დიდხანს არ უნდა გაჩერდნენ. მგონია, რომ ერთ-ერთი ასეთი გუნდი შტუტგარგია. შტუტგარტმა ბოლო დროს "მიაყარა" და წააგო კილთან, ვეენთან შინ და თასზე მოუგო ჰამბურგს გასვლა. ვფიქრობ, რომ შტუტგარტი, რომელიც სამი წაგების მიუხედავად 2 ქულით ჩამორჩება ჰამბურგსა და არმინიას, ოსნაბრუკს გასვლაზე მოიგებს. ოსნაბრუკი მე-15 ადგილზეა და სამი ფრე აქვს მიყოლებით.

ჰერენვენის მოგება უნდა დავწერო. ეს გუნდი შინ თამაშებს აღარ აგებს. სპარტა წელს კი კარგი გუნდია, მაგრამ ამ ჰერენვენს შინ ჩატარებული 6 თამაშიდან 1 მოგება და 5 ფრე აქვს, არავისთან არ აგებს და რაღა სპართასთან წააგებს. ვფიქრობ, ჰერენვენი, რომელიც მე-8 ადგილზეა, სახლში სპარტას აჯობებს, რომელთანაც ბოლო 11 შეხვედრიდან 8 მოგებული აქვს.

ჩემს ბილეთს რუსეთის ქვედა ლიგის მატჩით დავასრულებ. ჩემი ვერსიით, კალინინგრადის ბალტიკა უნდა "ამოქაჩონ", მინიმუმ, გადათამაშებაში უნდა მოახვედრონ და მერე, თუ საჭიროა, გადმოიყვანონ. ტყუილად არ ააშენეს კალინინგრადში იმხელა სტადიონი და იქ მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები ჩაატარეს. ვფიქრობ, ახლა ბალტიკა ფაკელ ვორონეჟთან სახლში მოიგებს. 

გადაცემის სტუმარი სპორტული კომენტატორი გიორგი პავლიაშვილი იყო იყო, რომელმაც ასევე 4 თამაში ჩამოწერა. მისი ბილეთის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 11,5 გახლავთ. გიორგის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - 2,09, გრანადას არწაგებას სტუმრად ვალენსიასთან აქვს.

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 10,6-ია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები