Thumbnail
  • ბარსელონას ქომაგებს ერნესტო ვალვერდეს მუშაობა არ მოსწონთ
  • ესპანელი მწვრთნელი აცხადებს, რომ კლუბში მას ისევ ენდობიან

კატალონიის ბარსელონას მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს მიმართ უკმაყოფილებას სულ უფრო მეტი გულშემატკივარი გამოთქვამს. ესპანელი სპეციალისტის გუნდი დამაჯერებელ ფეხბურთს ვეღარ აჩვენებს და მნიშვნელოვან მატჩებში ქულებს კარგავს. ბარსელონამ ბოლო ორი შეხვედრიდან ვერცერთი ვერ მოიგო: ლევანტესთან წააგო (1:3) და სლავიასთან ფრედ ითამაშა (0:0).

მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას ქომაგები ვალვერდეს გაშვებას ითხოვენ, გუნდის ლიდერი ლიონელ მესი და ბარსელონას ფეხბურთელები მწვრთნელს მხარს უჭერენ. გარდა ამისა, ვალვერდემ ისაუბრა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მას ისევ ენდობა და მუშაობას მშვიდად აგრძელებს.

ერნესტო ვალვერდე: ჩემს მომავალზე არ ვნერვიულობ. სლავიასთან მატჩის შემდეგ, ბარტომეუსთან ერთად ვისადილე. მან მითხრა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მხარს მიჭერს და პატივს მცემს.

შეიძლება ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ, მაგრამ ეს ასეა. ბევრი სათქმელი ნამდვილად არ მაქვს. სლავიასთან რომ გაგვეტანა, ყველა მშვიდად იქნებოდა.

ბარსელონა ლა ლიგის მე-13 ტურში ვიგოს სელტას შეხვდება, რის შემდეგაც სანაკრებო პაუზა დაიწყება და ვალვერდეც კლუბში არსებულ პრობლემებზე მეტად დაფიქრდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ესპანური პრესა კატალონიურ გუნდში ვალვერდეს შემცვლელად რივერ პლეიტის მწვრთნელს განიხილავს.

კომენტარები

ბოლო ამბები