Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 112:106 დეტროიტ პისტონსი
  • გოგა ბითაძემ ტვინის შერყევის გამო ვერ ითამაშა
  • ინდიანა პეისერსს დომანტას საბონისმა ულიდერა

NBA-ში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძის გარეშე დეტროიტ პისტონსი მიიღო და მეტოქეს 6-ქულიანი სხვაობით სძლია. ეს პეისერსის ზედიზედ მეორე მოგებაა რეგულარულ ჩემპიონატში. 

20 წლის ქართველმა ცენტრმა შეხვედრა ტვინის შერყევის გამო გამოტოვა, რომელიც წინა მატჩში - ვაშინგტონ უიზარდსთან მიიღო - გოგას ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქის იდაყვი თავში მოხვდა.

მეტი ამ თემაზე: ტვინის შერყევა - გოგა ბითაძე დეტროიტთან ვერ ითამაშებს

რაც შეეხება დეტროიტთან შეხვედრას, პეისერსმა თამაში ცუდად დაიწყო და პირველი მეოთხედი 8 ქულის სხვაობით დათმო, მაგრამ მომდევნო ორში მატჩის ბედის თავის სასიკეთოდ შემოტრიალება მაინც მოახერხა. ბოლო მეოთხედს მასპინძლები 13-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ, დარჩენილ დროში კი დეტროიტს მისი გაბათილების შესაძლებლობა არ მისცეს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი გმირი ინდიანას ფორვარდი დომანტას საბონისი გახდა, რომელმაც 17 ქულასა და 14 მოხსნას, 6 პასი და 1 დაფარება მიამატა. გამარჯვებულთა შორის ასევე 17-17 ქულა ჰქონდათ ტი ჯეი უორენსა და ტი ჯეი მაკკონელსაც. 16 - ჯასტინ ჰოლიდეის.

მოედანზე ყველაზე შედეგიანი კი პისტონსის მცველი ლიუკ კენარდი იყო, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო. სამმაგ დუბლთან ახლოს იყო სტუმართა ცენტრი ანდრე დრამონდი - 15 ქულა, 13 მოხსნა, 8 პასი.

📺 ვიდეო: ინდიანა 112:106 დეტროიტი (მიმოხილვა)

ინდიანა პეისერსს ჩატარებული 9 მატჩიდან 5 მოგება და 4 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე-6 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ ნეით მაკმილანის გუნდმა, რომელსაც მთავარი ცენტრი მაილს ტერნერი ტრავმის გამო ვერ ეხმარება, 5 გამარჯვება ბოლო 6 მატჩში მიითვალა. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი 11 ნოემბერს, სტუმრად ორლანდო მეჯიკთან ჩაატარებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები