Thumbnail
  • 📅 10 ნოემბერი | ⌚ 00:00 | ⚽ ბარსელონა V სელტა
  • ლეო მესი და კომპანია მწვრთნელს მხარს უჭერს
  • ოსკარ გარსიას დებიუტი მშობლიური კლუბის წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც და ლა ლიგაშიც (ტურის წინ ლიდერი იყო, პარასკევს "რეალ სოსიედადმა" გადაუსწრო) ლიდერია, კატალონიური გრანდი ნამდვილად ვერ თამაშობს გრანდის შესაფერის ფეხბურთს. ერნესტო ვალვერდე კი აცხადებს, რომ გადადგომა არ სურს, ამისთვის კი სელტასთან მოგება აუცილებელი პირობაა...

ბარსელონამ ჯერ ლა ლიგაში ლევანტესთამ 1:3 დათმო (უფრო დიდი ანგარიშით წაგებაც შეეძლო), შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე შინ "სლავიას" ვერ მოუგო - 0:0. ბარსამ საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ვერ მოახერხა "კამპ ნოუზე" გატანა. რა მოხდება, თუ გუნდი ვერც ვიგოელთა დამარცხებას შეძლებს? ამის შემდეგ სანაკრებო პაუზა იწყება, კლუბებში მწვრთნელების გამოცვლის ყველაზე შესაფერისი დროება...

ერთი მიზეზი, რომელიც ვალვერდეს სასარგებლოდ მოქმედებს ბარსას ფეხბურთელებია - "მარკას" ინფორმაციით, შესაძლოა, ვალვერდე უკვე მოხსნილი იყოს, რომ არა მესი და კომპანია, ბარსას გასახდელმა ბასკს მხარი დაუჭირა, ლეოს აზრს კი დიდი ხანია, კლუბის შეფები იზიარებენ. 

ერნესტო ვალვერდე

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონას მწვრთნელი): "მომავალი არ მაღელვებს. მქონდა საქმიანი სადილი ამ თემაზე პრეზიდენტ ბარტომეუსთან. კლუბი ყოველთვის მხარს მიჭერდა მე და მეც ვგძნობ ამ პატივისცემას. დიახ, იყო მატჩები, რომლებიც ვერ მოვიგეთ, ეს კი ყოველთვის ქმნის დაძაბულობას. ხანდახან ჩვენ მეტისმეტად ვუყადრებთ თავს იმ ხალხს, ვისაც ჩვენში დისბალანსის შემოტანა სურთ. უნდა ვიდგეთ მყარად. ჩვენთვის ხვალინდელი მატჩი მნიშვნელოვანია, რადგან გვსურს, ისევ ლიდერებად დავრჩეთ ლა ლიგაში. 

ბარსელონა

ერნესტო ვალვერდეს ძირითადის ორი ფეხბურთელი ჰყავს დამტვრეული - ჟორდი ალბა და ლუის სუარესი. სუარესს ანტუან გრიზმანი ჩაანაცვლებს, თუ ურუგვაელი ვერ შეძლებს თამაშს. მარცხენა ფლანგზე კი ნელსონ სემედუ გადაინაცვლებს. 

სუარესი მატჩის განაცხადში მოხვდა და შეიძლება ითამაშოს

სელტა

"კამპ ნოუზე" სელტას თავკაცის რანგში დებიუტი ოსკარ გარსიას ექნება - წინა ტურში წარუმატებლობის შემდეგ ფრან ესკრიბა მოხსნეს. ოსკარ გარსია 46 წლის სპეციალისტია, ის საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო და... ბარსას აღზრდილია. მეტიც, 6 სეზონის განმავლობაში ბარსელონას ძირითად გუნდში თამაშობდა (69 მატჩში 21 გოლი გაიტანა). სელტაში ის ოლიმპიაკოსში მუშაობის შემდეგ მივიდა. გარსიას სანტი მინა, რაფინია, კლოდ ბოვიუ, ხუან ერნანდესი და კევინ ვასკესი არ ეყოლება. როგორც ხედავთ, დებიუტანტს დიდი საკადრო პრობლემები აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, სემედუ - ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, არტური - მესი, გრიზმანი, ფატი

სელტა (4-3-3): ბლანკო - მალიო, აიდუ, არაუხო, ოლასა - მენდესი, ლობოტკა, შეიხი - ასპასი, ფერნანდესი, დენის სუარესი

საინტერესო ფაქტები

⚽ ლა ლიგაში ბარსელონამ "კამპ ნოუზე" ბოლო 12 თამაში მოიგო.

⚽ სელტას ჩემპიონატში ბოლო 17 საგარეო მატჩში არ მოუგია.

⚽ ლა ლიგაში სელტას მონაწილეობით ბოლო 11 მატჩიდან 10-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. 

⚽ ბარსელონამ სელტას ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 8 მოუგო (ყველა შეჯიბრება). 

⚽ ბარსელონას მონაწილეობით "კამპ ნოუზე" ბოლო 5 მატჩში (ლა ლიგა) 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

⚽ სელტამ სტუმრად ბოლო სამი მატჩიდან ორში სულ მცირე 2 გოლი გაუშვა.

კომენტარები

ბოლო ამბები