Thumbnail

ერთი წლის წინ დაჭრილი ლივერპულის ქომაგი - შონ კოქსი კვირას ენფილდზე ბრუნდება!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • შონ კოქსი 2018 წელს რომას გულშემატკივარმა დაჭრა
  • 54 წლის კოქსის ამბავს იურგენ კლოპიც გამოეხმაურა...

2018 წლის აპრილში, ლივეპრულის 54 წლის ქომაგი შონ კოქსი ენფილდთან რომას გულშემატკივარმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ მძიმედ დაჭრა.

რეაბლიტიაციის პერიოდი ახლაც მიმდინარეობს, თუმცა კოქსის გადაადგილება უკვე შესაძლებელია და შედეგად  კლუბის ქომაგი ენფილდზე პირველად კვირას - მანჩესტერ სიტისთან მატჩისთვის დაბრუნდება.

"იმედი მაქვს თამაშამდე რამდენიმე წუთით მაინც ვნახავ..." - ამბობს იურგენ კლოპი. შარშანდელი შემთხვევიდან მალევე, კლუბის ლეგენდებმა დუბლინში საქველმოქმედო მატჩი მოაწყვეს, რისი საშუალებითაც შონ კოქსის სამკურნალო პროცესისთვის 748,000 ევრო შეგროვდა.

იტალიელი ქომაგი - სიმონე მასტრელი დააპატიმრეს და მას 3 წელი და 6 თვე პატიმრობა მიესაჯა.

კომენტარები

ბოლო ამბები