Thumbnail

ღია თასი ფარიკაობაში | ბაზაძის და კახიანის ოქროს მედლები

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნუგზარ ასათიანის ფარიკაობის დარბაზში საქართველოს ღია თასი დაიწყო
  • ქართველ მოფარიკავეებთან ერთად ტურნირში საუდის არაბეთიც მონაწილეობს

თბილისში, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, საქართველოს ღია თასი დაიწყო, რომელშიც საქართველოსა და საუდის არაბეთის მოფარიკავეები მონაწილეობენ. პირველ საშეჯიბრო დღეს ხმლით მოფარიკავეებმა იასპარსეზეს და ყველა მედალი საქართველოს დარჩა.

გოგონათა შორის ჩემპიონი თეოდორა კახიანი გახდა, რომელმაც ფინალში ანა აფრასიძეს მოუგო. თეონა გოგლიძე და ლიზი ბაციაშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

კაცთა შორის ტურნირის ფინალში სანდრო ბაზაძე გოგა კაკაურიძეს შეხვდა და ოქროს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები ნიკოლოზ ჭეიშვილმა და ვაჟა რეჭიამ მოიგეს. ტურნირი 10-ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები