Thumbnail

'ვიცი, როგორ ძალიან გაკლივარ' - ტოჩინოშინი თავის 2 წლის შვილს მიმართავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლევან გორგაძემ თავის შვილს დაბადების დღე სოციალური ქსელით მიულოცა
  • 32 წლის ქართველი სუმოისტი წლის ბოლო სუპერტურნირისთვის ემზადება 

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელიც იაპონიაშია და წლის დასვნითი ბაშოსთვის ემზადება, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 

ტოჩინოშინმა თავის 2 წლის შვილს დაბადების დღეს ულოცავს და ამავდროულად, გამოთქვამს სინანულს, რომ მისგან დიდი მანძილი აშორებს და შვილის დაბადებიდან დღემდე, მისი ნახვა სულ ორჯერ მოახერხა.
 
"დღეს ორი წელი გახდა, რაც დაიბადე, ჩემო ანგელოზო, თუმცა სულ ორჯერ გნახე და არცკი მიცნობ. მადლობა უფალს, რომ შენი თავი მაჩუქა! ჩვენ შორის დიდი მანძილია და ვიცი, როგორ ძალიან გაკლივარ, მაგრამ მამას ძალიან უყვარხარ და სულ მეყვარები მუდამ, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემო პატარა! შენ მე დიდ ძალას მაძლევ და გამძლეობას, რომ კიდევ ვიბრძოლო. ჩემი პირველი შვილი და დიდი სიყვარული ხარ. უყვარხარ მამას", - წერს ქართველი სუმოისტი.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ტოჩინოშინმა ზედიზედ ორ ბაშოზე - ივლისსა (0-15) და სექტემბერში (6-9) უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და ოძეკის (ჩემპიონი) წოდება დაკარგა. ახლა ლევანს პრესტიჟული ტიტულის დაბრუნების შანსი აქვს, ამისთვის კი, კიუშუს ბაშოზე (10-24 ნოემბერი) 15-დან მინიმუმ 10 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.

მეტი ამ თემაზე: მტკივანი მუხლებით – ქართველი სუმოისტები კიუშუს ბაშოს ტრავმირებულები ხვდებიან

კომენტარები

ბოლო ამბები