Thumbnail

'მუშაობა იტალიაში? რატომაც არა' - ხოსეპ გვარდიოლა არაფერს გამორიცხავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ სიტის თავკაცმა სამუშაოდ იტალიაში წასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა
  • 48 წლის კატალონიელი სპეციალისტი ჯერჯერობით ინგლისში თავს კარგად გრძნობს

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა იტალიის ჩემპიონატის კლუბის გაწვრთნის ვარიანტზე საუბრობს. ცნობისთვის, 48 წლის კატალონიელ სპეციალისტს თავის დროზე სერია A-ში უთამაშია - 2001-03 წლებში ბრეშასა და რომას ღირსებას ფეხბურთელის რანგში იცავდა.

"მწვრთნელად იტალიაში დასაქმება? რატომაც არა. თავის დროზე სასიამოვნო იყო იქ თამაში, გუნდს დიდი კარლო მაცონე წვრთნიდა. კარგი დროება იყო, მიყვარს ეს ქვეყანა, მაგრამ დღეს თავს ინგლისშიც კარგად ვგრძნობ და აქ ბრწყინვალე ჩემპიონატია. 

მაგრამ ჯერ ასაკში არ ვარ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ზაფხულში იუვენტუსს მაკავშირებდნენ? ეს ტყუილი იყო, ჟურნალისტებმა უფრო უკეთესად უნდა შეასრულონ თავიანთი საქმე", - უთხრა პეპმა იტალიურ მედიას.

გვარდიოლამ ინგლისის პრემიერლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო

ხოსეპ გვარდიოლამ 2018 წლის მაისში მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანაგრძლივა. ინგლისურ კლუბთან ერთად მან 7 ტიტული მოიგო, ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად კი ორჯერ დასახელდა.

ბარსელონას ყოფილი მთავარი მწვრთნელი მანჩესტერ სიტის 2016 წლიდან წვრთნის. მანამდე მან მიუნხენის ბაიერნშიც იმუშავა (2013-16 წლებში). 

მანჩესტერ სიტის პრემერილიგაში გასული 11 ტურის შემდეგ 25 ქულა აქვს და 6 ქულით ჩამორჩება ლიდერ ლივერპულს. მომდევნო ტურში გვარდიოლას დაპირისპირება სწორედ იურგენ კლოპის შეგირდებთან მოუწევს - 10 ნოემბერს.

კომენტარები

ბოლო ამბები