Thumbnail
  • ლუკას ტორეირა კონტრაქტის მიხედვით არსენალში 2023 წლამდე უნდა დარჩეს
  • ურუგვაელი ფეხბურთელი შესაძლოა იანვარში მილანში აღმოჩნდეს

ლუკას ტორეირა არსენალში სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის. ურუგვაელი თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და მთავარ მწვრთნელ უნაი ემერისთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან გასაუბრებას აპირებს. 

23 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრა ითამაშა, აქედან კი მოედანზე 90 წუთი არცერთხელ გაუტარებია. ფეხბურთელსა და ემერის შორის წარუმატებელი გასაუბრების შემდეგ, შესაძლოა, ურუგვაელი მილანში აღმოჩნდეს.

ლუკას ტორეირა უნაი ემერისთან გასაუბრებას აპირებს

იტალიური კლუბი ნახევარმცველს გასულ ზაფხულსაც აკვირდებოდა, თუმცა ტრანსფერი ვერ განახორციელა. ტორეირას ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე, მან შესაძლოა ინგლისური გუნდი იანვარშივე დატოვოს.

მილანის ყოფილ მწვრთნელ მარკო ჯამპაოლოს ძალიან სურდა ურუგვაელის ხილვა, აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელის მიმართ მილანის ინტერესი დიდი იყო და სავარაუდოდ, მას კვლავაც აკვირდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები