Thumbnail

გოჩა სვანიძე: შარშან უკვე ვიცოდით, რომ ნაკრები მილტონ ჰეიგისთვის გადაზრდილი იყო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რაგბის კავშირის პრეზიდენტი სტუმრად ტაიმაუტში
  • მთავარი თემა მილტონ ჰეიგი და მსოფლიოს ჩემპიონატი

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტს ესტუმრა და საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელ მილტონ ჰეიგზე…

გოჩა სვანიძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი)

"შარშან, საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა, მაგრამ გუნდის თამაშით არ ვიყავით კმაყოფილი. შემდეგ, ტესტები ჩავაგდეთ და ნათელი იყო, რომ საქართველოს ნაკრები მილტონ ჰეიგისთვის გადაიზარდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი წლით ადრე მთავარი მწვრთნელის შეცვლა შეცდომა იქნებოდა, ორი ასისტენტი კი გავათავისუფლეთ, რაც არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. ერთ-ერთის გაშვება ჰეიგს არ უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ, დაგვთანხმდა. 

მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გვქონდა კონკრეტული ამოცანა, რომ აუცილებლად გარკვეული რაოდენობის მატჩი უნდა მოგვეგო. ჩვენი მიზანი ყველა შეხვედრაში ბრძოლა იყო. გვჯეროდა, რომ ორ თამაშს მაინც მოვიგებდით, მაგრამ შეცდომების გამო, ეს ვერ მოვახერხეთ.

ვფიქრობ, რომ ფიჯი ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდი არ არის და ეს მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით მოგვიგეს.

რაც შეეხება ნაკრების ახალ მწვრთნელს, რაგბის კავშირი მას მომდევნო არჩევნების შემდეგ დანიშნავს".

ტაიმაუტი

🏉რაგბის კავშირის პრეზიდენტის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ მსოფლიო თასის შემდეგ👇 გოჩა სვანიძე სტუმრად #ტაიმაუტში 👇 #საქართველოსპირველიარხი

Posted by საქართველოს პირველი არხი • სპორტი on პარასკევი, 08 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები