Thumbnail
  • 20 წლის ფრანგი თავდამსხმელისთვის ბრძოლაში ლივერპულიც ჩაერთვება
  • პსჟ-ის ფეხბურთელზე თვალი მადრიდის რეალსა და იუვენტუსს უჭირავთ
  • პარიზული კლუბი თავის ვარსკვლავთან შელევას ჯერჯერობით არ აპირებს 

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელის კილიან მბაპეს გადაბირებით ლივერპულიც ინტერესდება, რომელიც მზადაა 20 წლის ფრანგის ხელში ჩასაგდებად, კონკურენცია მადრიდის რეალსა და ტურინის იუვენტუსს გაუწიოს.

როგორც ირკვევა, მერსისაიდელებს მიზნის მისაღწევად არც კონკურენცია აშინებთ და არც - ფეხბურთელის მაღალი ფასი. ლივერპულს, რომელსაც გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დიდი დანახარჯი არ ჰქონია, ფინანსური პრობლემები არ ექნება.

ვარაუდობენ, რომ მბაპე პარი სენ-ჟერმენს 2019/20 წლების სეზონის შემდეგ დატოვებს, მაგრამ მოვლენათა ასეთი განვითარება ძალიან არ სურს პარიზულ კლუბს, რომელიც ჯერჯერობით ფორვარდთან შელევას დიდი კომპენსაციის სანაცვლოდაც არ აპირებს.

კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2018 წელს მსოფლიოს ჩემიონატი გახდა

მბაპე კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, კონტრაქტი კი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მაგრამ თუკი თავდამსხმელი კონტრაქტის გახანაგრძლივებაზე უარს იტყვის, პსჟ იძულებული გახდება, მისი სარფიანად გაყიდვის ვარიანტზე მუშაობა დაიწყოს.

მედიაში იწერება, რომ ინგლისურ კლუბში კილიანის ტრანსფერში სარეკორდო, 250 მილიონი ევროს გადახდის ვარიანტს განიხილავენ, ფეხბურთელისთვის კი წელიწადში 40 მილიონ ევროს შესთავაზებენ. თუ ასე მოხდა, ფრანგი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირის 11 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. transfermarkt მსოფლიოს ფრანგ ჩემპიონს 200 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები