Thumbnail

იბრა მილანში ბრუნდება? MLS-ის შეფის თქმით, ტრანსფერი გადაწყვეტილია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩის ევროპაში დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია
  • შვედს გელექსისთან კონტრაქტი უმთავრდება
  • MLS-ის შეფმა თქვა, რომ იბრა მილანში ბრუნდება

აი, ამბავი! როგორც ჩანს, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მართლაც ბრუნდება ევროპაში, უფრო ზუსტად კი იტალიაში. მეტიც: 38 წლის შვედი გოლეადორის ახალი კლუბიც თითქმის ცნობილია - იბრა მილანში ბრუნდება!

ამის შესახებ თვით MLS-ის შეფმა, დონ გარბერმა ESPN-თან ინტერვიუში ისაუბრა. “ზლატან იბრაჰიმოვიჩი გზაშია - ის მილანში მიდის,” - თქვა გარბერმა.

MLS-ის შეფმა დასძინა: “ზლატანი ახლა 38 წლისაა და იგი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კლუბს, მილანს მიჰყავს.”

იბრაჰიმოვიჩს იტალიაში დაბრუნება ზამთარში შეუძლია, რადგან გელექსისთან კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურება. შვედეთის ნაკრების ყოფილი გოლეადორი ბოლო დროს ხშირად ამბობდა, რომ ევროპაში დაბრუნება სურს. შეგახსენებთ, რომ ზლატანი ‘როსონერიში’ 2010-დან 2012 წლამდე თამაშობდა, MLS-ში კი 2018 წლის მარტში, მანჩესტერ იუნაიტედიდან წავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები