Thumbnail

ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა - შენგელიას ბასკონია მილანში დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • არმანი მილანო 81:74 ბასკონია
  • შენგელია 12 ქულა, 9 მოხსნა; ჯენინგი - 5 ქულა

საკალათბურთო ევროლიგის  მე-7 ტურშითორნიკე შენგელიას ბასკონია ერთ-ერთ ფავორიტ არმანი მილანოსთან  74:81 დამარცხდა. ეს ბასკური კლუბის მეოთხე წაგებაა რეგულარულ სეზონში.

პირველი სამი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მხოლოდ ბოლო მეოთხედში მოახერხეს იტალიელებმა წინ გაჭრა 13 ქულის სხვაობით, რაც სტუმრებისთვის დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა.
თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 26 წუთში მისმა შედეგიანობამ 12 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება შეადგინა.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა მეტ ჯენინგმა 23 წუთში 5 ქულა ჩააგდო. 

მატჩის ბომბადირები ამადეო დელა ვალე (მილანო) და ნიკ სტაუსკასი გახდნენ. მათ 15-15 ქულა ჩააგდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები