Thumbnail

ევროპალიგა | მანჩესტერ იუნაიტედმა პარტიზანს მოუგო და პლეი ოფში გავიდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა
  • მანჩესტერ იუნაიტედმა პარტიზანს 3 უპასუხო გოლი გაუტანა
  • ესპანიოლმა ლუდოგორეცი მიიღო და 6-ჯერ აიღო მეტოქის კარი
  • მიუნხენგლადბახის ბორუსიამ რომას ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოუგო
  • გენტმა ვულფსბურგს მოუგო, ქვილითაია კი ბოლოს ჩაერთო თამაშში

ევროპალიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს მანჩესტერ იუნაიტედი. მეოთხე ტურში, ინგლისურმა გრანდმა ბელგრადის პარტიზანს უმასპინძლა და 3:0 სძლია მეტოქეს. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში მანჩესტერელებმა ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს და ნათელი გახდა, რომ ფავორიტი სამ ქულას აიღებდა. თავი გრინვუდმა და მარსიალმა გამოიჩინეს. მეორე ნახევარში მასპინძელთა დომინირება გაგრძელდა, ბელგრადელთა კარში კი მესამე გოლი რაშფორდმა გაიტანა. იუნაიტედს 10 ქულა აქვს და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპალიგის მიმდინარე გათამაშების პლეი ოფში ითამაშებს.

რაშფორდმა პარტიზანს მესამე გოლი გაუტანა

მანჩესტერ იუნაიტედის მსგავსად, კარგად მისდის საქმეები ესპანიოლს, რომელმაც ლუდოგორეცი მიიღო და 6:0 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ ექვსივე გოლი სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა: მოლენდომ, ლოპესმა, ვარგასმა, კამპუცანომ, პედროსამ და პერეირამ. ესპამიოლსაც 10 ქულა აქვს და სათავეში უდგას H ჯგუფს.

რომა მიუნხენგლადბახში ჩავიდა, სადაც იქაურ ბორუსიას ეთამაშა და 1:2 დამარცხდა. ამ ჯგუფში დაძაბული ვითარებაა და ჯერ კიდევ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პირველ ადგილზე 7 ქულით ბაშაკშეჰირია, მეორე-მესამე პოზიციებს კი სწორედ რომა და ბორუსია იყოფენ 5-5 ქულით. I ჯგუფში გენტმა 3:0 მოუგო ვოლფსბურგს და თანაც გასვლაზე. გიორგი ქვილითაია 90-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ბელგიური გუნდი 8 ქულით ჯგუფის ლიდერია და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს.

ესპანიოლმა ლუდოგორეცს 6 გოლი გაუტანა

G ჯგუფი

ფეიენოორდი 1:1 იანგ ბოიზი

გოლები: 1:0 ბერგუსი (18-პენ.), 1:1 სპიელმანი (71).

რეინჯერსი 2:0 პორტო

გოლები: 1:0 მორელოსი (69), 2:0 დევისი (73).

H ჯგუფი

ესპანიოლი 6:0 ლუდოგორეცი

გოლები: 1:0 მოლენდო (4), 2:0 ლოპესი (19), 3:0 ვარგასი (46-პენ.), 4:0 კამპუცანო (52), 5:0 პედროსა (73), 6:0 პერეირა (76).

ფერენცვაროში 0:0 ცსკა მ.

I ჯგუფი

ოლექსანდრია 2:2 სენტ ეტიენი

გოლები: 0:1 ხაზრი (24-პენ.), 0:2 კამარა (72), 1:2 ბეზბოროდკო (84), 2:2 ზედერაკა (90).

ვოლფსბურგი 1:3 გენტი

გოლები: 1:0 ვიქტორი (20), 1:1 იერემჩუკი (50), 1:2 დეპოტრე (65), 1:3 მიკაელი (76).

J ჯგუფი

ბორუსია მ. 2:1 რომა

გოლები: 1:0 ფაციო (35-საკ. კარში), 1:1 ფაციო (64), 2:1 ტურამი (90).

ვოლფსბერგერი 0:3 ბაშაქშეჰირი

გოლები: 0:1 ვისკა (76-პენ.), 0:2 კრიველი (84), 0:3 კრიველი (87).

K ჯგუფი

ბრაგა 3:1 ბეშიქთაში

გოლები: 1:0 პაულინიო (15), 1:1 ბოიდი (29), 2:1 პაულინიო (37), 3:1 ედუარდო (81). 

ვულვერჰემპტონი 1:0 სლოვანი

გოლი: 1:0 ხიმენესი (90). 

L ჯგუფი

ასტანა 0:5 ალკმაარი

გოლები: 0:1 ბოადუ (29), 0:2 ფრედრიკი (52), 0:3 იდრისი (57), 0:4 პანტელისი (76), 0:5 ბოადუ (77).

მან. იუნაიტედი 3:0 პარტიზანი

გოლები: 1:0 გრინვუდი (22), 2:0 მარსიალი (33), 3:0 რაშფორდი (49).

კომენტარები

ბოლო ამბები