- 9 ნოემბერს ინდიანა დეტროიტს ქართველი ცენტრის გარეშე ეთამაშება
- ტვინის მცირე შერყევა
გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსის მომდევნო მატჩს დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ (9 ნოემბერი, თბილისის დროით 04:00) გამოტოვებს. ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც მან ვაშინგტონ უიზარდსთან მოგებულ შეხვედრაში მიიღო - გოგას ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქის იდაყვი თავში მოხვდა.
ინდიანას ექიმებმა ტვინის მცირე შერყევა დააფიქსირეს და 20 წლის ქართველ ახალბედას დროებით დასვენება გამოუწერეს.
NBA-ს 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომრად არჩეულმა გოგა ბითაძემ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო - მან ინდიანას 8-დან 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა. გოგა საშუალოდ 18.2 წუთს ატარებს მოედანზე და გუნდს 6.7 ქულით, 5.0 მოხსნით, 1.5 პასითა და 2.2 ბლოკით ეხმარება.
📋 მეტი ამ თემაზე:
- ბითაძის 4-4-4 - გოგამ ტიმ დანკანისა და იაო მინის მიღწევა გაიმეორა
- კარიერის ახალი რეკორდი - ბითაძის ინდიანამ მეოთხე მატჩი მოიგო
- ბითაძე და ფოლები – NBA-მ გოგასთან დაკავშირებული შეცდომები აღიარა
- გოგა ბითაძემ OLD TOWN ROAD იმღერა, მაკკონელმა გამოიცნო
- შეცდომა გამოასწორეს – ბითაძეს კლივლენდთან ორმაგი დუბლი ჩაუთვალეს
კომენტარები