Thumbnail

ოქროს მედალი ქაჯაიას - ბელორუს სპორტსმენს აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იაკობ ქაჯაიას მე-2 ევროპული თამაშების ოქროს მედალს გადასცემენ
  • ბელორუს სპორტსმენს, რომელთანაც ქაჯაია დამარცხდა, აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, იაკობ ქაჯაია მინსკში გამართულ მეორე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. ის ამ თამაშების გამარჯვებულად გამოცხადდა და ახლო მომავალში ოქროს მედალს გადასცემენ.

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ოფიციალური წერილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურმა მდივანმა რაფაელე პანიოციმ გამოუგზავნა.

ფინალში ქაჯაიას მეტოქე ბელორუსი სპორტსმენი კირილ გრიშჩანკას აკრძალული პრეპარატის გამოყენება დაუდგინეს. საქართველომ ამ ოქროს მედლით გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ქართველმა სპორტსმენებმა მინსკში 26 მედალი მოიპოვეს: 7 ოქრო, 6 ვერცხლი და 13 ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები