Thumbnail

სევილია პლეი ოფში ითამაშებს, პსვ ავსტრიაში განადგურდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სევილიამ ჯგუფში მეოთხე თამაში მოიგო და ჯგუფიდან გავიდა
  • ლასკ ლინცმა ჰოლანდიური გუნდი გაანადგურა

ევროპალიგის მე-4 ტურში პლეი ოფში გასული პირველი გუნდი გამოვლინდა. სევილიამ სტუმრად დუდელანჟი 5:2 გაანადგურა, ესპანელებმა ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგეს და 12 ქულით A ჯგუფში პირველ ადგილზე არიან.

ლასკ-მა პსვ 4:1 გაანადგურა. ჰოლანდიელები შვააბის თერთმეტმეტრიანით დაწინაურდნენ, თუმცა 4 გოლი გაუშვეს და ბოლო 5 მატჩში მესამედ წააგეს. დიდი ალბათობით, მარკ ვან ბომელს დაკავებული თანამდებობის დატოვება მოუწევს.

სელტიკმა ლაციოს მეორე მატჩიც მოუგო. იმობილეს გოლით დაწინაურებული იტალიელებს პირველივე ტაიმში გაუთანაბრეს. ფორესტმა ანგარიში 38-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო გლაზგოელებმა ბოლო წუთზე მოიგეს და ლაციოსთან ორივე მატჩში 6 ქულა აიღეს.

ასტანა 0:5 ალკმაარი

გოლები: 0:1, 0:5 ბოადუ (29, 77), 0:2 მიდცო (52), 0:3 იდრისი (57), 0:4 ჰაძიდიაკოსი (75)

ლაციო 1:1 სელტიკი

გოლები: 1:0 იმობილე (7), 1:1 ფორესტი (38)

კლუჟი 1:0 რენი

გოლი: 1:0 რონდონი (87)

სტანდარდი 2:1 აინტრახტი

გოლები: 1:0 ვანჰოსდენი (56), 1:1 კოსტიჩი (65), ლესტიენი (94)

აპოელ 2:1 ყარაბახი

გოლები: 0:1 მედვედევი (10), 1:1 ლუკას სოუზა (59), 2:1 იოანუ (88)

დუდელანჟი 2:5 სევილია

გოლები: 0:1, 0:4 დაბური (17, 36), 0:2, 0:3, 0:5 მუნირი (27, 33, 66), 1:5, 2:5 სინანი (69,80)

კოპენჰაგენი 1:1 დინამო კიევი

გოლები: 1:0 სტაგე (4), 1:1 ვერბიჩი (70)

ლუგანო 0:0 მალმიო

ბაზელი 2:1 ხეტაფე

გოლები: 1:0 კაბრალი (8), 1:1 მატა (პენ-45), 2:1 ფრაი (60)

კრასნოდარი 3:1 ტრაბზონი

გოლები: 1:0, 2:0 ფერნანდესი (27, 35), 3:0 იგნატიევი (93), ნვაკამე (95)

როსენბორგი 0:2 სპორტინგი

გოლები: 0:1 კოატესი (16), 0:2 ფერნანდეში (38)

ლასკ 4:1 პსვ

გოლები: 0:1 შვააბი (პენ-5), 1:1 რანფტლი (56), 2:1 ფრიზერი (60), 3:1, 4:1 კლაუსი (77,82)

კომენტარები

ბოლო ამბები