Thumbnail

ყველა ტოპ-კლუბი ჰაალანდს აკვირდება, მას კი პრემიერლიგაში თამაში სურს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ერლინგ ჰაალანდის მამამ შვილის მომავალზე ისაუბრა
  • 19 წლის ნორვეგიელი ინგლისში თამაშზე ოცნებობს

მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყო, ყველაზე მეტს არა ლიონელ მესიზე ან კრიშტიანო რონალდოზე, არამედ ერლინგ ჰაალანდზე ლაპარაკობენ. ზალცბურგის ნორვეგიელ თავდამსხმელს ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. ზოგადად, 19 წლის ცენტრფორვარდს ზალცბურგის 17 მატჩში 29 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული და ლოგიკურია, რომ ასეთი შედეგის გამო, მას უკვე ყველა ტოპ-კლუბი აკვირდება.

რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი, პარი სენ-ჟერმენი, მანჩესტერ სიტი - სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჰაალანდზე აბსოლუტურად ყველა დიდი კლუბი ფიქრობს. ახლა, Talksport-თან ინტერვიუში ნორვეგიელის მამამ, ყოფილმა ფეხბურთელმა ალფ-ინგე ჰაალანდმა ისაუბრა. მან თქვა, რომ ერლინგი ინგლისის პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს.

“ერთ მშვენიერ დღეს მას პრემიერლიგაში სურს თამაში, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ეს როდის მოხდება. იგი ახლაც მშვენიერ ლიგაშია. ჩვენ ვფიქრობდით, რომ წელს ჯერ კიდევ არ იყო მზად რომელიმე ტოპ-ლიგაში სათამაშოდ, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ უკვე მზადაა, უმაღლეს დონეზე ითამაშოს. ვფიქრობ, ის ინგლისში სათამაშოდაა დაბადებული,” - განაცხადა ჰაალანდის მამამ ხსენებულ ინტერვიუში.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები